ბაღდადში დღის მანძილზე მეორე ტერაქტი განხორციელდა, რომელსაც ამჯერად, 10 ადამიანი ემსხვერპლა. ამჯერად აფეთქება ქალაქის აღმოსავლეთით მოხდა.
მანამდე მომხდარი ტერაქტის დროს, რომელიც ქალაქის ბაზართან, შიიტთა რაიონში განხორციელდა, 13 ადამიანი დაიღუპა და 50-მდე დაშავდა.
მეორე ტერაქტი თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა. ჯერჯერობით, მომხდარზე პასუხისმგებლობა არც ერთ ტერორისტულ ორგაზაციას არ აუღია.