აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ურთიერთობის დალაგებას და მოსკოვთან ერთად ე.წ. "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ბრძოლას იმედოვნებს.
"რუსეთს შეუძლია დაგვეხმაროს "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ბრძოლაში", - განაცხადა დონალდ ტრამპმა ნიუ-იორკში გამართულ პრესკონფერენციაზე. მისივე თქმით, ის ფაქტი, რომ პუტინს ტრამპი მოსწონს, აქტივია და არა პასივი.
"თუ პუტინს მოსწონს ტრამპი, ეს აქტივია და არა პასივი", - აღნიშნა აშშ-ის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა. მისი თქმით, მას შეუძლია მკაცრი იყოს რუსეთთან ურთიერთობაში. "ვის სჯერა, რომ კლინტონი უფრო მკაცრი იყო პუტინთან, ვიდრე ტრამპი?", - დასძინა მან.