ნინო კასრაძე - ყველაზე დახვეწილი, ელეგანტური... და იდუმალი მსახიობი

ნინო კასრაძე - ყველაზე დახვეწილი, ელეგანტური... და იდუმალი მსახიობი

ნინო კასრაძე წლებია, ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ, ნიჭიერ და დახვეწილ მსახიობად მიიჩნევა. ბევრმა იცის, რომ ის რობერტ სტურუას ერთ-ერთი საყვარელი მსახიობია და რუსთაველის თეატრში არაერთი გენიალური როლი აქვს შესრულებული. თუმცა ფართო საზოგადოების გაცხოველებული ყურადღება და ინტერესი, როგორც ხდება ხოლმე, სატელევიზიო სივრცეში მის გამოჩენას მოჰყვა. ნინო სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში" მასავით დახვეწილ და ელეგანტურ ქალს, ყოფილ მინისტრ მაკა ანჯაფარიძეს განასახიერებს.

ისევე, როგორც სხვა მსახიობების მიმართ, ნინოს მიმართაც ხშირად ისმის შეკითხვები, როგორია რეალურ ცხოვრებაში, რამდენად ჰგავს მაკას, როგორია მისი ნამდვილი ოჯახი და ა.შ. თუმცა ნინო, სხვა მსახიობებისგან განსხვავებით, ძალიან იშვიათად კონტაქტობს პრესასთან, ისიც - საქმიან თემებზე, არ უყვარს პირადი ცხოვრების გასაჯაროება, არ ერევა პოლიტიკაში და მის სახელს არ უკავშირდება სკანდალები.

1970 წლის 3 მარტს თბილისში დაიბადა - შარშან 46 წლის გახდა. ნინო კასრაძე ტყუპისცალია. მისი და - მაკა რადიოში მუშაობს. ფეისბუქზეც საკმაოდ აქტიურია, დისგან განსხვავებით. გარეგნულად კი ძალიან ჰგავს ნინოს. როგორც მაკა ყვება ერთ-ერთ ინტერვიუში, ბავშვობის რამდენიმე წელი ირანში გაატარა, სადაც მისი მშობლები სამუშაოდ გაგზავნეს... განაგრძეთ კითხვა და იხილეთ ფოტოები

წაიკითხეთ ინგლისური ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება