ოსური მხარე ახალგორთან საბაჟო პუნქტის გახსნას აპირებს

ოსური მხარე ახალგორთან საბაჟო პუნქტის გახსნას აპირებს

ახალგორთან გამშვები პუნქტის გახსნის აუცილებლობის შესახებ ინფორმაციას, რუსული საინფორმაციო სააგენტოები ცხინვალის ე.წ. საბაჟო კომიტეტის ხელმძღვანელის, მურატ ცხოვრებოვის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებენ. მათივე ინფორმაციით, ოსურმა მხარემ "საქართველოსთან საზღვარზე სატრანზიტო ტრანსპორტისთვის კავკასიის, ახლო აღმოსავლეთისა და აზიის ქვეყნებში, შესაძლოა, საბაჟო პოსტი გახსნას".

კონკრეტულად, საუბარია ახალგორთან, ან როგორც მას სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში უწოდებენ, ლენინგორთან არსებულ "რაზდახანის" გამსვლელ პუნქტზე, რომელსაც ამჟამად რუსი მესაზღვრეები სრულად აკონტროლებენ.

მურატ ცხოვრებოვის თქმით, ამჟამად გამსვლელი პუნქტის საშუალებით, საიდანაც ქართული მხრიდან ხილის, ბოსტნეულისა და სხვადასხვა პრუდუქციის გატანა ხდება, ერთ ადამიანს მხოლოდ 50 კილოგრამი ტვირთის გადატანა შეუძლია. "ეს სიახლე კი, კანონის დაცვასთან ერთად, სამხრეთ ოსეთის ბიუჯეტში მნიშვნელოვან შემოსავლებს შემოიტანს"...

ოსური მედიის ინფორმაციით, გასული წლის აგვისტოში, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ვიცე-პრემიერმა დიმიტრი კოზაევმა იქაურობა დაათვალიერა და აღნიშნა, რომ პუნქტს განახლებითი სამუშაოები სჭირდებოდა. მისივე თქმით, მან და მისმა გუნდმა აღრიცხეს, თუ რა რაოდენობის ტვირთი მოძრაობდა მოცემულ ადგილზე, ასევე შეამოწმეს იმ ადგილზე მოძრავი ავტომანქანები... კოზაევის მოსაზრებით, აუცილებელია, აღნიშნულ ადგილს რუსული და ოსური ძალები ერთობლივად აკონტროლებდნენ.

ლალი პაპასკირი

ამბები. გე

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე