"ქართული აგრესიის მსხვერპლთა" მონუმენტი ახალგორში

"ქართული აგრესიის მსხვერპლთა" მონუმენტი ახალგორში

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის, ლეონიდ თიბილოვის ინიციატივითა და რუსეთის სოციალურ-ეკონომიკური საინვესტიციო პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით, ახალგორის რაიონში, როგორც მას ოსური მხარე უწოდებს, "ლენინგორში", "ქართული აგრესიის მსხვერპლთა" მონუმენტი დადგეს.

აღნიშნული მონუმენტი, როგორც ახალგორის რაიონის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსეი ბოსიკოვი ამბობს, ალანელ და რუს მებრძოლებს ასახავს. მონუმენტი 5-მეტრიანია და ის კარგად ასახავს ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბოლოდროინდელ ისტორიას.

"ამჟამად კეთილმოწყობის სამუშაოებია დაწყებული ძეგლის გარშემო. გეგმაში გვაქვს მის გარშემო სკვერის გაშენება. ასევე მემორიალური დაფის მოწყობა, რომელზეც ქართველებთან ომის დროს დაღუპულთა გვარები იქნება ამოტვიფრული. მონუმენტის შინაარსი ასეთია, - სამშობლოს სადარაჯოზე დგანან ალანელი და რუსი მეომრები ხმლებით, ხოლო მათ თავზე ოსეთის გერბია გამოსახული... მემორიალი ოსი მხატვრის ფელიქს ბეგაევის პროექტით შეიქმნა, რომელმაც შემოქმედებით მუზად ალანელი და რუსი მეომრები გამოიყენა", – ამბობს რაიონის ე.წ. ადმინისტრაციის უფროსი ალექსეი ბოსიკოვი.

მონუმენტი, ახალგორის ადმინისტრაციასთან ახლოს, კნიაზ ერისთავის მუზეუმთან გაიხსნა. მისი გახსნისას ბოსიკოვმა სიტყვით მიმართა იქ მყოფ მოსახლეობას, - "ბოლო ომის დროს, ძალიან ბევრ ადამიანს მოუწია საკუთარი სახლ-კარის დატოვება, განსაკუთრებით, ჩისანსკის მოსახლეობას, ასობით ადამიანმა თავშესაფარი სხვაგან ჰპოვა. ათეულობით მათგანი კი, მომხდურთან ბრძოლას შეეწირა და ეს ისტორია ყველა ჩვენგანმა უნდა იცოდეს", - განაცხადა ბოსიკოვმა.

მისი თქმით, რაიონში აუცილებლად უნდა დაედგათ მსგავსი ძეგლი, ვინაიდან, "ქართული 20-წლიანი აგრესია ყველაზე მეტად სწორედ "საქართველოსთან მეზობელ" ტერიტორიაზე აისახა".

პ.ს. თბილისმა ახალგორის რაიონზე კონტროლი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დაკარგა. ამჟამად, ახალგორის მოსახლეობა თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე სპეციალური საშვებით გადაადგილდება.

ლალი პაპასკირი

ამბები. გე

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე