დონალდ ტრამპის ინაუგურაციის ჩასაშლელად ვაშინგტონში მრავალათასიანი დემონსტრაციებია მოსალოდნელი

დონალდ ტრამპის ინაუგურაციის ჩასაშლელად ვაშინგტონში მრავალათასიანი დემონსტრაციებია მოსალოდნელი

ვაშინგტონში, 20 იანვარს მრავალათასიანი დემონსტრაციებია მოსალოდნელი, რომელთა მონაწილეები იმედოვნებენ აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაციის ჩაშლას, - იუწყება სააგენტო Reuters საპროტესტო აქციის ორგანიზატორებზე, ჯგუფ DisruptJ20-ზე დაყრდნობით.

ისინი გეგმავენ ვაშინგტონში 12 საკონტროლო-გამშვები პუნქტის ბლოკირებას, 4-კილომეტრიანი აქციის ჩატარებას ვაშინგტონის ერთ-ერთ მთავარ გამზირზე, ქუჩების ბლოკირებას და საპროტესტო აქციების ჩატარებას.

„ჩვენ გვსურს ინაუგურაცია ჩავშალოთ. გვინდა დავინახოთ თუ როგორ დუღს ამბოხება ამ ქალაქში და ამ ქვეყანაში“, - სააგენტო Reuters ციტირებს ერთ-ერთ აქტივისტის დევიდ ტერსტონის სიტყვებს.

აქციის ორგანიზატორები სოციალური მედიის მეშვეობით მოუწოდებენ, მსგავსი აქციების არა მხოლოდ ვაშინგტონში, არამედ ამერიკის სხვა ქალაქებშიც ჩატარებას, სადაც ეს შესაძლებელია.

"ინტერპრესნიუსი"

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"