ვინ არის ემილი, რომლის ცხოვრებას უამრავი ქართველი ბავშვი ადევნებს თვალს

ვინ არის ემილი, რომლის ცხოვრებას უამრავი ქართველი ბავშვი ადევნებს თვალს

დაახლოებით ერთი წლის წინ ინტერნესივრცეში გამოჩნდა შემეცნებითი და გასართობი ვიდეოები პატარა გოგონაზე - ემილიზე. მალე მისი არხიც გამოჩნდა იუთუბზე. მოგეხსენებათ, ჩვენს პატარებს ინტერნეტი და ასეთი ტიპის ვიდეოები ძალიან მოსწონთ, მით უმეტეს გაუხარდათ, როცა მათ ეკრანიდან არა ინგლისურად ან რუსულად, არამედ ქართულად ესაუბრებოდა პატარა, მათნაირი გოგონა და ათასგვარ ამბავს უზიარებდა. ემილის თავგადასავლებმა, მისმა სახალისო გაკვეთილებმა თუ უბრალოდ ყოველდღიურმა თამაშ-გართობამ პოპულარობა მალე მოიპოვა და დღეს უკვე არხს 20 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს. რასაკვირველია, დავინტერესდით ემილის პიროვნებით, მისი ოჯახით, მათი საქმიანობით და ინტერვიუსთვის ემილის მამას, ლევანს მივმართეთ (მისივე თხოვნით, გვარს არ ვასაჯაროებთ).

- საიდან გაგიჩნდათ არხის შექმნის იდეა?

- თვითონ ემილი დიდი ინტერესით უყურებდა ხოლმე ამავე ტიპის ინგლისურ და რუსულენოვან ვიდეობს, ქართულად მსგავსი რამ ინტერნეტსივრცეში არ მოიპოვებოდა და სწორედ აქედან გაგვიჩნდა იდეა, რომ შეგვექმნა ანალოგიური, ქართულ რეალობაზე მორგებული ვიდეოები ქართველი ბავშვებისთვის. დიდი გათვლები და ჩანაფიქრი არ გვქონია, მარტივად მოვიფიქრეთ და სისრულეში მოვიყვანეთ. მერე მოხდა ისე, რომ გაჩნდა ინტერესი, იმატა ნახვების რაოდენობამ, შევქმენით იუთუბ-არხი და უკვე 20 ათასზე მეტი გამომწერი გვყავს.

- თემებს ვიდეოებისთვის ვინ არჩევს - თქვენი ინიციატივით ხდება შერჩევა, თუ ემილი წყვეტს?

- ამ საქმეში ჩართული ვართ მთელი ოჯახი - მე, ჩემი მეუღლე და ემილი, ერთ-ერთი ჩვენგანი რომ არ იყოს, არაფერი გამოვიდოდა. თემის შერჩევაზე ბევრს არ ვფიქრობთ, სპონტანურად ვწყვეტთ ხოლმე, მაგრამ ისეთ რაღაცას ვირჩევთ, რაც ბავშვს მოეწონება. სცენარს ჩემი მეუღლე წერს, მე ვიღებ და ვამონატჟებ, საკმაო დრო მიაქვს, შრომატევადია, მარტივად ნამდვილად არ ხდება, ყველა დეტალს ყურადღების მიქცევა სჭირდება. თვითონ გადაღების პროცესი ემილის ძალიან მოსწონს, ბევრი რაღაც სცენარში სულაც არაა და ემილის იმპროვიზაციაა, მაგრამ ვთვლი, რომ სწორედ ეს მოსწონს ბავშვებს და ზოგადად მაყურებელს. ზოგს ჰგონია, ემილის ვაიძულებთ ვიდეოებში მონაწილეობს, მაგრამ ასე არაა, პირიქით, სიამოვნებას იღებს ამით, მეტიც - თუ ისე მოხდა, რომ ცოტა დაგვიგვიანდა გადაღება, ითხოვს... განაგრძეთ კითხვა

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ