ჰილარი კლინტონი - მე დღეს ინაუგურაციაზე ვარ, რათა პატივი ვცე ჩვენს დემოკრატიას და მის ისტორიულ ღირებულებებს

ჰილარი კლინტონი - მე დღეს ინაუგურაციაზე ვარ, რათა პატივი ვცე ჩვენს დემოკრატიას და მის ისტორიულ ღირებულებებს

აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფი მდივანმა და "დემოკრატების" 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატმა ჰილარი კლინტონმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე იმიტომ მივიდა, რომ პატივი სცეს ამერიკულ დემოკრატიას და მის ღირებულებებს.

"მე დღეს აქ ვარ, რათა პატივი ვცე ჩვენს დემოკრატიას და მის ისტორიულ ღირებულებებს. ყოველთვის მჯერა ჩვენი ქვეყნის და მისი მომავლის", - აღნიშნა ჰილარი კლინტონმა.

ჰილარი და ბილ კლინტონები აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე მივიდნენ, რომელიც დღეს ვაშინგტონში იმართება. თბილისის დროით 21:00-ზე დონალდ ტრამპი ფიცს დადებს, რის შემდეგაც ოფიციალურად აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი გახდება.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"