ქართული თეატრის დღე სანდრო ახმეტელის სახელობის თეატრში საზეიმოდ აღინიშნა

ქართული თეატრის დღე სანდრო ახმეტელის სახელობის თეატრში საზეიმოდ აღინიშნა

ქართული თეატრის დღე სანდრო ახმეტელის სახელობის თეატრში საზეიმოდ აღინიშნა: 

გასულ წლეს სანდრო ახმეტელის დაბადების 130-ე წლისთავი და ახმეტელის თეატრის დაარსებიდან 35 წელი შესრულდა, ეს თარიღები ერთმანეთს დაამთხვიეს და ახმეტელის თეატრში, ქართული თეატრის დღეს დიდი ღონისძიება გაიმართა, რომელიც რამდენიმე ნაწილისგან შედგებოდა:

იუბილარი თეატრის მსახიობებმა დიდი რეჟისორის, სანდრო ახმეტელის საქმე, დაკითხვის ოქმისა და განაჩენის მიხედვით პერფორმასის საშუალებით აღადგინეს.

სანდრო ახმეტელის თეატრის დამაარსებელი, რეჟისორი ლერი პაქსაშვილი ვიდეოკოლაჟით გაიხსენეს და ამ ფაქტის მოკლე ისტორიის მიმოხილვაც წარმოგვიდგინეს...

თეატრალური საზოგადოებამ "წლის საუკეთესო თეატრალური ქმნილების" კონკურსში გამარჯვებულებიც დაასახელა.

შეჯამდა და შეფასდა ახმეტელის თეატრის მსახიობების - ნუგზარ ყურაშვილისა და გია ჯაფარიძის განვილი შემოქმედებითი გზაც, მათი როლები კინოსა და თეატრში. საღამოს ფინალში კი ნუგზარ ყურაშვილისა და გია ჯაფარიძის სახელობითი ვარსკვლავები თეატრის წინ საზეიმოდ გაიხსნა.

საღამოზე გაიხსენეს თეატრის ის მსახიობებიც, რომლებიც წლების მანძილზე დასის შემადგენლობას გამოაკლდნენ, მაყურებელმა მათ წუთიერი დუმილით პატივი მიაგო. სცენაზე წარდგნენ ძველი დასის წევრებიც, ვინც თეატრში გახსნის დღიდან მუშაობენ... პერფომანსი დასის ახალგაზრდა მსახიობებს მიჰყავდათ. ღონისძიებას მუსიკალურად ანსამბლი ''ქალდეა'' აფორმებდა.

ამ დღეს დავით ხახიძე, მოზარდმაყურებელთა თეატრის მსახიობი, დიმიტრი ხვთისიაშვილის მიერ დადგმულ სპეტქკლში - შექსპირის "აურზაური არაფრის გამო" შესრულებული მამკაცის მეორე პლანის როლისთვის დაჯილდოვდა:

- მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ეს ჯილდო მომანიჭა, - ჟიურის წევრებს, თეატრალურ მოღვაწეთა კავშირს, თეატრმცოდნეებს, მაყურებელს, ბატონ დიმა ხვთისიაშვილს, რადგან ეს მხოლოდ ჩემი წარმატება არ არის. ცხადია, თეატრსაც ვულოცავ, ახალგაზრდა ნიჭიერ მსახიობებს, ვინც ამ სპექტაკლში თამაშობენ. პრემიერა გორის ფესტივალზე შედგა...

- ახმეტელის თეატრის მსახიობებს. ვარსკვლავი გაუხსნეს. რას გვეტყვით ამ ფაქტზე?

- ორივეს კარგად ვიცნობ, ნუგზარ ყურაშვილი მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობიც არის. უნჭიერესი ადამიანია, ძალიან საყვარელი პიროვნება. იმავეს ვიტყვოდი გია ჯაფარიძეზეც, თუმცა მასთან ისეთი აქტიური ურთიერთობა არ მაქვს, როგორც ნუგზართან, რადგანაც ნუგართან სცენაზე, რამდენიმე სპექტაკლში პარტნიორიც ვყოფილვარ. გამიხარდა, რომ ორივეს, წლების მანძილზე შრომა და ღვაწლი დაუფასდა. 35 წელი პატარა ამბავი არ არის.

აქვე ახმეტელის თეატრის დასზეც ვიტყვი, რომ ძალიან გაახალგაზრდავებულია. ირაკლი გოგია, სამხატვრო ხელმძღვანელი სერიოოზულად მუშაობს. კარგი გოგოები და ბიჭები შეკრიბა, ნიჭიერი ადამიანები არიან. მეგონა, რომ მხოლოდ ჩვენ ვთამაშობდით თვეში რეკორდული რაოდენობის სპეტქტაკლებს (პრინციპში, მაინც ასეა), მაგრამ ახმეტელის თეატრის დასი არაფრით ჩამოგვრჩება. თვეში საშუალოდ, ყველა მსახიობი 25 სპექტაკლს თამაშობს. დარწმიუნებულ ვარ, სულ მალე, ქართულ თეატრში თავის სათქმელს იტყვიან იმიტომ, რომ შრომას ყოველთვის შედეგი მოაქვს. რამდენიმეს ვიცნობ კიდეც და ვიცი, რომ საინტერესო რაღაცების შექმნა შეუძლიათ. კარგია, როცა მსახიობს საქმე აქვს და დაკავებულია. წარმატებები მათ და ყველა ჩემს კოლეგას.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება