"არ არის ლამაზი ცხვირში ატაკო შენს შვილს, როგორი ბედნიერი ხარ..." - თამრიკო ჭოხონელიძე ყოფილ სიძეზე

"არ არის ლამაზი ცხვირში ატაკო შენს შვილს, როგორი ბედნიერი ხარ..." - თამრიკო ჭოხონელიძე ყოფილ სიძეზე

მომღერალმა თამარ ჭოხონელიძემ მისი ქალიშვილის, მარიამ როინიშვილის ყოფილ მეუღლეზე გიორგი მახარაძეზე ისაუბრა, რომელიც ბოლო დროს "ჩემი ცოლის დაქალებში" შესრულებული "მაქსიმეს" როლით გახდა პოპულარული.

ჭოხონელიძის თქმით, ეს თემა ოჯახისთვის დიდ ტკივილთან არის დაკავშირებული და მასზე საუბარი არ სიამოვნებს, ისევე როგორც მარიამს. შეგახსენებთ, მომღერალი მარიამ როინიშვილი და მსახიობი გიორგი მახარაძე ოთხ წელზე მეტია განქორწინებული არიან, მათ საერთო შვილი ელენე ჰყავთ.

გთავაზობთ ამონარიდებს თამარ ჭოხონელიძის ინტერვიუდან, რომელიც მომღერალმა გაზეთ "პრაიმტაიმს" მისცა:

"საერთოდ არ ვსაუბრობ ამ თემაზე, რადგან ეს დიდ ტკივილთან არის დაკავშირებული... ერთს გეტყვით, ამ სერიალში ახალი გმირი ვერ დავინახე, "მაქსიმე" ჩემთვის ძალიან ნაცნობია. მიუხედავად ჩემი გულისტკივილისა, ყოველთვის გამიხარდება, რაც მეტ ახალ და საინტერესო სახეს შექმნის ეს ადამიანი, რადგან ის ელენეს მამაა. რაც მეტი ექნება შვილს საამაყო მამისგან, მით უკეთესი. მაგრამ ერთს მაინც ვურჩევდი მას, ელენე იმ ბავშვების რიცხვს ეკუთვნის, რომლებსაც 21-ე საუკუნის ბავშვებს ეძახიან. მან უფრო ადრე დასვა კითხვა, რატომ დაშორდნენ დედა და მამა ერთმანეთს, ვიდრე ველოდით. ძალიან უხერხულად ვგრძნობთ ყოველთვის თავს. ვფიქრობ, თავად გასცემს ამ კითხვას პასუხს, თუმცა ამას დრო სჭირდება. ერთი კი არის, როცა ასეთი ვითარებაა, შეცდომას შეცდომა არ უნდა დაუმატო. მაშინ, როცა მარიამი (მარიამ როინიშვილი) დიდსულოვნად ცდილობს ყველა ინტერვიუში თავი აარიდოს ამ შეკითხვას და თუ არ გამოსდის, დელიკატურად, მოკლედ პასუხობს ამ ყველაფერს და ამით უფრთხილდება შვილის სწორ და ფსიქიკურ აღზრდას, არ არის ლამაზი ყოველ მეორე ჟურნალში, როგორც იტყვიან, ცხვირში ატაკო შენს გონიერ და ჭკვიან შვილს, როგორი ბედნიერი ხარ, მიუხედავად იმისა, რომ ვერ ნახულობ მას დაკავებულობის გამო.

რა ვიცი, იქნებ მე ვტყუი, მაგრამ არ მგონია, ეს ასე იყოს. ერთი ვიცი, მარიამი ვაჟკაცი გოგო აღმოჩნდა, ყოჩაღ! ნახევრად ვხუმრობ, მაგრამ შეიძლება არც კი იყოს ეს ხუმრობა. მე ჩემს არც ერთ ინტერვიუს არ ვინახავ, მაგრამ ახლა, სწორედ იმიტომ, რომ ელენეს შეკითხვებიდან გამომდინარე, საკუთარი უხერხულობა მოვიხსნა, ყველა ინტერვიუს შევინახავ. დედისასაც და მამისასაც და როცა ელენე გაიზრდება და კიდევ დასვამს შეკითხვას, რატომ დაშორდნენ მისი მშობლები ერთმანეთს, წავაკითხებ და თავად გამოიტანს დასკვნას. ახლა ამას გნებავთ, სიდედრის პოზიცია დაარქვით, გნებავთ, ჩვეულებრივი ქალისა, რომელიც ყოველთვის აპროტესტებს ყოველგვარ სიყალბესა და სიხარბეს, მით უმეტეს, ინტერვიუებში".

ნინო მჭედლიშვილი

გაზეთი "პრაიმტაიმი"

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება