ექსკლუზიური ინტერვიუ ორნელა მუტისთან - სილამაზის რა საიდუმლოს უმხელს ქართველ ქალებს იტალიელი მსახიობი

ექსკლუზიური ინტერვიუ ორნელა მუტისთან - სილამაზის რა საიდუმლოს უმხელს ქართველ ქალებს იტალიელი მსახიობი

ერთხელ მაინც თუ გინახავთ ფილმი­ "ჭირვეულის მორჯულება", აუცილებლ­ად გემახსოვრებათ მწვანეთვალება ლამაზმანი,­ რომელიც წვიმიან ამინდში მარტოხელა ელიას სახლში აღმოჩნდება და მათი სიყვარულის ისტორიაც აქედან იწყება.

80-იანი წლების ვარსკვლავი, იტალიელი მსახიობი ორნელა მუტი დღესაც ძალიან პოპულარულია. მსოფლიო კინოვარსკვლავს ფილმებში სათამაშოდ ისევ იწვევენ, 61 წლის ასაკში, ის ისეთი ლამაზი და ენერგიით სავსეა, როგორიც 30 წლის წინ იყო. ახლახან სახის მოვლის საშუალებების ახალი ხაზი გამოუშვა, მოსკოვში თავის საყვარელ მამაკაცთან ახლოს დასახლდა და ინტერვიუზეც დათანხმდა "კვირის პალიტრის" ჟურნალისტს ნინო წიფურიას.

პირველად ქართულ მედიასივრცეში ორნელა მუტი თავის დღის რეჟიმზე, ადრიანო ჩელენტანოზე, სილამაზესა და საყვარელ მამაკაცზე გიამბობთ...

- თქვენ ქართვ­ელებისთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი მსახიობი ხართ... როგორ ცხოვრობს დღეს ორნელა მუტი? როგორია მისი დღის რეჟიმი?

- ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა, რომ საქართველოში თვალს ადევნებენ სიახლეებს­ ჩემი ცხოვრების შესახებ. მინდა მადლობა ვუთხრა ქართველ მკით­ხველსა და მაყურებელს ამ ყურადღებისა და სითბოსთვის. უნდა გამოგიტყდეთ, რომ ორნელა მუტის ცხოვრების წესი განსხვავდება ქალების­ უმრავლესობის ცხოვრების წესისგან. მე დიდი ხანია ვვარჯიშობ. თავისუფალ დროს ვკითხულობ, ვზრუნავ ჩემს ოჯახზე­ და, რა თქმა უნდა, დიდ დროს ვუთმობ სამსახურს.

ჩემი სხეულისა და სულის გართობა თუ დასვენება არის გიროტონიკა. ეს არის ვარჯიშის სისტემა, სადაც ყველა კუნთი ხერხემლის მეშვეობით მუშაობს. ეს სპეციალური ტრენაჟორების დახმარებით კეთდება. შედეგად ვიღებთ საოცრად გრაციოზულ, შეკრულ და დახვეწილ ფიგურას. მოძრაობები ჰარმონიაში მოდის სუნთქვასთან და ფიქრები მწყობრში დგება­ - ეს მედიტაციას ჰგავს, ოღონდ მოძრ­აობებით. სადაც უნდა ვიმყოფებოდე, პირველ რიგში ვიგებ, სად იქნება სავარჯიშო დარბაზი, რომ ვივარჯიშო  განაგრძეთ კითხვა kvirispalitra.ge-ზე

Ornella Muti: “I will come to Georgia with pleasure”

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება