მშობელი ბაღის აღმზრდელს ბავშვის ცემაში ადანაშაულებს - შსს-მ გამოძიება დაიწყო

მშობელი ბაღის აღმზრდელს ბავშვის ცემაში ადანაშაულებს - შსს-მ გამოძიება დაიწყო

თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ მუხიანში მდებარე 153-ე ბაღის ერთ-ერთი აღმზრდელის საქმეზე მოკვლევა დაიწყო. როგორც AMBEBI.GE-ს სააგენტოში განუცხადეს, ბაღის ადმინისტრაცია სააგენტოშია დაბარებული, ხოლო მონიტორინგის სამსახური საბავშვო ბაღშია მისული. საქმე ეხება ერთ-ერთი მშობლის პრეტენზიას, რომელიც 153-ე საბავშვო ბაღის აღმზრდელს მისი შვილის ცემაში ადანაშაულებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით, გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომაც დაიწყო. როგორც AMBEBI.GE-ს უწყებაში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილი დანაშაულს გულისხმობს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი