სკარლეტ იოჰანსონი ქმარს დაშორდა

სკარლეტ იოჰანსონი ქმარს დაშორდა

დასავლურ პრესაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ სკარლეტ იოჰანსონი მეუღლეს, რომენ დორიაკს დაშორდა. წყვილთან დაახლოებული პირი ამბობს, რომ ისინი ჯერ კიდევ ზაფხულში დაშორდნენ ერთმანეთს. მსახიობი ფრანგ ჟურნალისტზე 2014 წელს მალულად დაქორწინდა. მათი ურთიერთობის შესახებ პირველად 2012 წლის ოქტომბერში გახდა ცნობილი.

სკატლეტს და რომენს ერთი გოგონა, როუზ დოროთი ყავთ, რომელიც 2014 წლის შემოდგომაზე დაიბადა. ბოლოს იოჰანსონი ვაშინგტონში ქალთა მარშზე გამოჩნდა და ხელზე საქორწინო ბეჭედი არ ეკეთა.

ეს სექსუალური მსახიობისთვის მეორე ქორწინება იყო, მანამდე იოჰანსონი მსახიობ რაიან რეინოლდსზე იყო დაქორწინებული, რომელსაც 2010 წელს დაშორდა.

მომზადებულია harpersbazaar.com-ს მიხედვით

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება