77 წლის ასაკში ლეგენდარული მსახიობი სერ ჯონ ჰერტი გარდაიცვალა

77 წლის ასაკში ლეგენდარული მსახიობი სერ ჯონ ჰერტი გარდაიცვალა

ვეტერანი მსახიობი სერ ჯონ ჰერტი 77 წლის ასაკში გარდაიცვალა. კარიერის მანძილზე ჰერტმა არაერთ საკულტო ფილმში ითამაშა, მათ შორის არის "კაცი სპილო", "უცხო" და "ჰარი პოტერის" ფრენჩაიზი, სადაც მსახიობი ჯადოსნური ჯოხების ოსტატ ოლივანდერს განასახიერებდა. ჯამში, ჰერტის კარიერა ორასზე მეტ კინო თუ სატელევიზიო პროექტს და სამოც წელს ითვლის.

ჰერტი სიმსივნით გარდაიცვალა. 2015 წლის ივნისში მსახიობმა პირველად განაცხადა საკუთარი დიაგნოზის შესახებ. ოქტომბერში კი აღნიშნა, რომ მკურნალობამ წარმატებით ჩაიარა და თავადაც გაოცებული იყო ამ გამოჯანმრთელებით.

მომზადებულია independent.co.uk-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება