თურქი სამხედროები თავშესაფარს ევროპაში ეძებენ

თურქი სამხედროები თავშესაფარს ევროპაში ეძებენ

30-ზე მეტმა თურქმა სამხედრო მოსამსახურემ, რომლებიც გერმანიაში ნატოს ბაზაზე მსახურობენ, ადგილობრივ ხელისუფლებას პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვა. ინფორმაციას ამის შესახებ, ყოველკვირული, გავლენიანი გერმანული ჟურნალი "შპიგელი" ავრცელებს.

დეზერტირების განცხადებით, გასული წლის ივლისში თურქეთში მომხდარი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, მათ სამშობლო დატოვეს, რადგან ქვეყანაში თავს უსაფრთხოდ ვეღარ გრძნობენ.

რამდენიმე დღის წინ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ თურქეთის პროკურატურამ 243 სამხედრო მოსამსახურის დაპატიმრების ორდერი გასცა. მათი დაკავების ოპერაცია ერთდროულად 54 პროვინციაში ჩატარდა...

პროკურატურის ინფორმაციით, სამხედრო მოსამსახურეები აჯანყებაში არიან ეჭვმიტანილი. 2016 წლის ნოემბერში თურქეთის არმიის რამდენიმე სამხედრო მოსამსახურემ გერმანიას თავშესაფარი სთხოვა... ადგილობრივი მაღალჩინოსნის, პოლ იუნკერის განცხადებით, საქმე ის არის, რომ თავშესაფარი არა მხოლოდ სამხედროებმა, არამედ მათი ოჯახის წევრებმაც ითხოვეს, რადგან საფრთხე მათაც ემუქრებათ.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც თურქმა სამხედროებმა თავშესაფარი სხვა ქვეყანაი ითხოვეს – არც ისე დიდი ხნის წინ, სააგენტო "ფრანს პრესი" იტყობინებოდა, რომ საბერძნეთის პოლიციის ინფორმაციით, ათამდე ადამიანმა საბერძნეთის ხელისუფებას თავშესაფრის თხოვნით მიმართეს...

ამის კვალდაკვალ, თურქეთში მასობრივი დაპატიმრებები გრძელდება. ბოლო მონაცემებით, თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან დაკავშირებით დაკავებულთა რიცხვმა 18 ათასს გადააჭარბა. დაკავებულთაგან 9677 ადამიანს წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს. ამას გარდა, 50 ათასს ადამიანს პასპორტების მოქმედება შეუჩერეს.

თურქეთში სამხედროების ჯგუფმა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა 16 ივლისის ღამით განხორციელდა. არეულობის დროს დაიღუპა 246 ადამიანი. ამბოხის შემდეგ დააკავეს ან სამსახურიდან გაათავისუფლეს 60 ათასამდე ადამიანი. დაიხურა 130-ზე მეტი მედიასაშუალება.

ლალი პაპასკირი

ამბები. გე

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე