კანადის პრემიერი: "დევნას, ომსა და ტერორს გამოქცეულ ადამიანებს კანადა სიხარულით მიიღებს"

 კანადის პრემიერი: "დევნას, ომსა და ტერორს გამოქცეულ ადამიანებს კანადა სიხარულით მიიღებს"

კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრიუდო ამერიკის შეერთებული შტატების მიგრანტებთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას გაემიჯნა. კანადის მთავრობის მეთაურმა, საკუთარი პოზიცია "ტვიტერზე" დააფიქსირა. მან ომსა და ტერორიზმს გამოქცეული ადამიანების მიღების სრული მზაობა გამოაცხადა.

"დევნას, ომსა და ტერორს გამოქცეულ ადამიანებს კანადა სიხარულით მიიღებს, მათი რელიგიური შეხედულებების მიუხედავად. მრავალფეროვნება ჩვენი ძალაა", -განაცხადა ჯასტინ ტრიუდომ.

მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტსა და კანადის მთავრობის მეთაურს სრულიად განსხვავებული პოლიტიკური ხედვა აქვთ, მათ შორის, მიგრანტების საკითხთან დაკავშირებით, ჯასტინ ტრიუდომ დონალდ ტრამპის კრიტიკისგან თავი შეიკავა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვაშინგტონსა და ოტავას ხანგრძლივი მეგობრობა აკავშირებთ და მჭიდრო ეკონომიკური კავშირი აქვთ.

ჯასტინ ტრიდომ მსოფლიოს ყურადღება ქვეყანაში 13 თვის განმავლობაში 40 ათასი სირიელი მიგრანტის მიღებით მიიპყრო. 2017 წლის ბოლომდე კანადა ქვეყნის ტერიტორიაზე 300 ათასი მიგრანტის შეშვებას გეგმავს, უმეტესი მათგანი ეკონომიკური მიგრანტი იქნება, თუმცა მათ შორის ახლო აღმოსავლეთიდან წამოსული ლტოლვილებიც იქნებიან.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"