ვინ არის რეპერი, რომელსაც რუსული პრესა ქეთა თოფურიასთან რომანს მიაწერს

ვინ არის რეპერი, რომელსაც რუსული პრესა ქეთა თოფურიასთან რომანს მიაწერს

"A Studio"-ს ქართველი სოლისტის ქეთა თოფურიას შესახებ რუსული პრესა სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც რამდენიმე რუსული სააგენტო წერს, მომღერალს რეპერ გუფისთან რომანტიკული ურთიერთობა აქვს. სააგენტოები იუწყებიან, რომ წყვილმა საახალწლო არდადეგები ერთად გაატარა ტაილანდში.

წყარო ამბობს, რომ ქეთას და გუფის რომანი ერთი წელია გრძელდება, მას შემდეგ, რაც ერთად გადაიღეს კლიპი სიმღერისთვის "Далеко".

"ქეთი ძალიან ცდილობდა ამ ამბის დამალვას, ეშინოდა ქმარს არ გაეგო. ლევი, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ახლა ამერიკაში ცხოვრობს, სადაც სამუშაოდაა წასული. ქმრის წასვლის შემდეგ ქეთი რუბლიოვკაზე ელიტური სახლიდან "მასკვა სიტის" ბინაში გადავიდა", - ყვება მომღერალთან დაახლოებული პირი.

გუფის ნამდვილი სახელი და გვარი ალექსეი დოლმატოვია. 37 წლის რეპერი ჯგუფ Центр-ის დამფუძნებელი და ყოფილი წევრია.

ჰიპ-ჰოპის სამყაროში ის 2000 წელს, ჯგუფ Rolexx-თან გამოჩნდა. პირველი ტრეკი "Китайская стена" გუფმა 19 წლის ასაკში დაწერა. კომპოზიციამ პირველად რადიო "2000"-ის ეთერში გაიჟღერა. თუმცა, ამას მოჰყვა დიდი შემოქმედებითი პაუზა, რაც ნარკოტიკებზე დამოკიდებულებით იყო გამოწვეული.

2008 წლის შემოდგომაზე, CENTR-მა Баста-სთან ერთად MTV Russia-ს მიერ დაწესებული პრემია RMA მოიპოვა ჰიპ-ჰოპის ნომინაციაში.

2008 წლის 16 აგვისტოს გუფი მომღერალ აიზა დალმატოვაზე დაქორწინდა. წყვილი 2013 წელს დაშორდა ერთმანეთს. მათ ერთი ვაჟი ჰყავთ, სახელად სამი.

2009 წლის აგვისტოში გუფმა ჯგუფი CENTR დატოვა და სოლო კარიერა აქვს.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება