შეიარაღებულ მამაკაცს, რომელიც სტამბოლში ფსიქიატრიული კლინიკის ერთ-ერთ პალატაში ჩაიკეტა და თვითმკვლელობით იმუქრებოდა, მძევლები არ აუყვანია. აღნიშნულის შესახებ სტამბოლის „ჯერახფაშას“ ფსიქიატრიული კლინიკის მთავარმა ექიმმა განაცხადა.
„ჩვენ არანაირი კრიზისი მძევლებთან დაკავშირებით არ გვაქვს. ექიმმა პაციენტს სტაციონარული მკურნალობა ურჩია, რასაც მოჰყვა მის მხრიდან მწვავე რეაქცია. ის პალატაში ჩაიკეტა და სუიციდით იმუქრება. ის შეიარაღებულია, მაგრამ მის გვერდით არავინაა და კლინიკის პაციენტებისა და თანამშრომლების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ახლა პოლიცია ცდილობს დაარწმუნოს ის, არ ჩაიდინოს თვითმკვლელობა“, - განაცხადა კლინიკის მთავარმა ექიმმა“.
CNN Turk-ის ინფორმაციით, პაციენტი ადრე პოლიციაში მსახურობდა.