როგორ იყოფა ქონება განქორწინებისას - ადვოკატის რჩევები მეუღლეებს

როგორ იყოფა ქონება განქორწინებისას - ადვოკატის რჩევები მეუღლეებს

საქართველოში განქორწინების რიცხვი ყოველწლიურად იზრდება, რასაც სტატისტიკაც ადასტურებს: "საქსტატის" მონაცემებით, 2010 წლის შემდეგ რეგისტრირებულ განქორწინებათა რიცხვი საქართველოში გაორმაგდა. ასეთ დროს უამრავი სადავო საკითხი წარმოიშობა და ეს განსაკუთრებით ეხება ქონებრივ დავებს: როგორ უნდა გაიყოს ქონება, თუ მეუღლეებმა განქორწინება გადაწყვიტეს და რა უნდა გაითვალისწინოს ორივე მხარემ, რომ მოტყუებული არ დარჩეს? - ამის თაობაზე ჩვენს მკითხველებს რამდენიმე რჩევას ადვოკატი, ირაკლი უტიაშვილი მისცემს.

არ დააგვიანოთ!

მეუღლეებმა ქონების გაყოფა განქორწინებიდან 3 წლის განმავლობაში უნდა მოასწრონ, რადგან ასეთია კანონის მოთხოვნა. მხოლოდ ამ ხნის განმავლობაში შეიძლება მოითხოვოთ ყოფილი მეუღლისაგან ქონების წილი - სამი წლის შემდეგ ეს უკვე დაგვიანებულია.

კანონი მხოლოდ სამოქალაქო ქორწინებას აღიარებს

მეუღლეთა უფლება-მოვალეობებს წარმოშობს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობის წესით დადგენილი ქორწინება, რაც იმას ნიშნავს, რომ ქორწინების რეგისტრაცია აუცილებელია. თუ განქორწინებაზე ორივე მეუღლე თანახმაა, მაშინ ეს უნდა მოხდეს შესაბამისი მარეგისტრირებელი ორგანოს ანუ სამოქალაქო რეესტრის მიერ, მაგრამ თუ ცოლი, ან ქმარი განქორწინებაზე თანახმა არ არის, მაშინ ყველაფერი სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს. ამ შემთხვევაში კანონი რელიგიურ ქორწინებას არ ანიჭებს მნიშვნელობას, ეს უნდა იყოს კანონით დადგენილი და რეგისტრირებული ქორწინება. ჯვრისწერის დამადასტურებელი მოწმობა არ წარმოშობს მეუღლეთა სამართლებრივ უფლება-მოვალეობებს, რადგან რელიგიური ქორწინება არ არის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ქორწინება.

როდესაც ოჯახი მრავალი წლის შემდეგ ინგრევა

თუ მეუღლეები მრავალი წლის განმავლობაში ერთად ცხოვრობდნენ და მათი ქორწინება კანონით დადგენილი წესით იყო რეგისტრირებული, მათ მიერ ამ პერიოდში შეძენილი ქონება მათი საერთო საკუთრებაა. კანონი ამას აღიარებს იმ შემთხვევაშიც, თუ თუ ერთ-ერთი მეუღლე არ მუშაობდა, შვილებს უვლიდა და არასდროს ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი, მათი ქონება მაინც საერთოა. არსებითი მნიშვნელობა არა აქვს ცოლი მუშაობდა, თუ ოფიციალური შემოსავალი არ ჰქონდა და ოჯახს უვლიდა. როდესაც ცოლ-ქმარს შორის წარმოიქმნება დავა ქონების გაყოფის თაობაზე, მათი ქონება მაინც თანაბრად უნდა გაიყოს. ეს იმიტომ, რომ კანონის მიერ მათი ქონება თანასაკუთრებად ითვლება. ხშირად ხდება, რომ ყოფილი ქმარი ამტკიცებს - ყველაფერი ჩემი ფულითაა შეძენილიო, მაგრამ ცოლს სრული უფლება აქვს წილი მოითხოვოს და ამ ქონების ნახევარი მიიღოს განაგრძეთ კითხვა

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ