როგორ ეხმაურებიან ფეისბუქმომხმარებლები გვარამია-მდინარაძის დაპირისპირებას

როგორ ეხმაურებიან ფეისბუქმომხმარებლები გვარამია-მდინარაძის დაპირისპირებას

საპარლამენტო უმრავლესობის წევრ მამუკა მდინარაძესა და ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას შორის პირდაპირ ეთერში კამათი მოხდა.

იხილეთ დაპირისპირების ვიდეო

ნიკა გვარამია სტუდიაში მოულოდნელად გამოჩნდა და მდინარაძეს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა: "თქვენ იყავით კლასიკური გამყიდველი ადვოკატი, რომელიც თანამშრომლობდა სახელმწიფოსთან მთელი 4 წლის განმავლობაში. ფულს იღებდით ამაში კლინეტებისგან და სახელმწიფოსგან, ჩვეულებრივ სუს-ის აგენტი იყავით", - მიმართა ნიკა გვარამიამ მდინარაძეს და დასძინა, რომ მდინარაძეს ეს დაუფასდა და გახდა "ქართული ოცნების" დეპუტატი.

"ვცდილობ მაქსიმალურად, რომ მაყურებელს პატივი ვცე და შეურაცხყოფაზე არ გადავიდე. თუ შეიძლება, როცა სიმართლეს მოისმენთ, ასეთ გამოხტომებს თავი დაანებეთ", - მიმართა მამუკა მდინარაძემ ნიკა გვარამიას.

"რა უნდა მამხილოთ, თქვენ ორუჯრედიანი ხართ, ორჯერ ორი არ გესმით იურისპრუდენციაში, თქვენ რა უნდა მამხილოთ?" - უთხრა გვარამიამ მდინარაძეს (ვრცლად აქ)

პირდაპირ ეთერში მომხდარ დაპირისპირებას ეხმაურებიან სოციალურ ქსელში:

ზვიად კირტავა

ვინმემ დაიცავით გვარამია! სირცხვილია, ასეთი "პოლიტიკური ზეწოლა" მედიავარსკვლავზე

ლაშა მებონია

ახლა მოვუსმინე გვარამია-მდინარაძის "საუბარს". დედა, ეს რა იყო? რამე თუ განმაცვიფრებდა, არ მეგონა

მერაბ მეტრეველი

მგონი მომავალ ჟურნალისტებს და მედიამენეჯერებს ჯერ "სტუმარ-მასპინძელი" უნდა ვასწავლოთ კარგად და მერე ყველაფერი დანარჩენი.

შალვა რამიშვილი

ყველაზე მეტად რ2-ს გვარამია ვნებს!

ვახტანგ ლომჯარია

ჯერ იყო და ვიქტორინის მოწყობით ფართო მაყურებლისთვის ჯერ კიდევ უცნობ ჩოგოვაძეს გაუკეთეთ პუპულარიზაცია თქვენი საპირისპირო სურვილის მიუხედავად. ახლა მამუკა მდინარაძის ყოვლად წარმოუდგენელი სამაგალითო მოთმინება გვაჩვენეთ, როცა განზრახვა ცალსახად პროვოკაციული იყო. კლუბის გამო ძალიან ვიკავებ ხოლმე თავს, მაგრამ უხერხულია. ეს ტელევიზია არ არის.

ოთარ აბესაძე

მამუკა მდინარაძე! დარწმუნებული ვარ ამ სასოწარკვეთილ ისტერიკაზე ეთერს მიღმა ბევრი იცინე. სრული მარაზმი, რომელიც არ შეესაბამება არცერთ ცივილურ სტანდარტს. ტელევიზია, რომელიც გარდაიქმნა სტანდარტულ პოლიტიკურ პარტიად, ნიკა გვარამია, რომელიც არის რუსთავი 2 - ის გენერალური პროკურორი და სისტემა, რომელიც ორიენტირებულია აბსოლუტურ ტყუილსა და შეურაცხყოფაზე. ჯობს უბრალოდ გადართოთ ან მათ გადაცემებში არ მივიღოთ მონაწილეობა, რადგან არავინ არ არის დაზღვეული ცილისწამებისა და შეურაცხყოფისგან.

გუგა ჩაფიჩაძე

სულ მაინტერესებდა, ისეთი რა უნდა მომხდარიყო, რომ ქართული ოცნების დეპუტატის მიმართ სოლიდარობის განცდა გამჩენოდა. ა ბატონო, მოხდა.

შოთა გლურჯიძე

სიგარეტი ხომ გააძვირეთ, ეს გვარამიას ჟეჟვა მაინც გააიაფეთ,გადააყოლოს გული ხალხმა!!!

იდა ბახტურიძე

"მე სახალხო არტისტი ვარ, თქვენ არავინ" ამჯერად (ც) ნ.გ. (ნიკა გვარამია)

მანანა გოგინაშვილი

ჩემი ფსიქოლოგიური პრაქტიკიდან გამომდინარე, ვიტყვი, რომ გვარამიას, დეფის და მისთანებს ავლიპიც კი ვეღარა უშველიდა, ისე არიან განდიდების მანიით შეპყრობილნი. მაგრამ ყველაფერს ხომ აქვს საზღვარი.....

"ბოღმამ არ დაგახჩოოოთ... ნიკას ტვინი და განათლება მოგცათ ზოგიერთ მართლა თავქარიან ცალტვინას, თქვენთვისაც კაი იქნებოდა და ჩვენთვისაც ! ნაკლები უვიცების ატანა მოგვიწევდა!"

"ეს ადვოკატი თუ იყო, თავისი თავი ვერ დიცვა და სხვას როგორ იცავდა?"

"გვარამია ისე მოიქცა, მდინარაძის თავზე შარავანდედი გამოისახა" - წერენ ფეისბუქ-მომხმარებლები.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს