ავღანეთში "წითელი ჯვრის" წარმომადგენლები მოკლეს

ავღანეთში "წითელი ჯვრის" წარმომადგენლები მოკლეს

"ისლამური სახელმწიფოს" ტერორისტებმა ავღანეთის ჩრდილოეთში ჰუმანიტარული ორგანიზაცია "წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის" 6 ადგილობრივი თანამშრომელი მოკლეს. როგორც BBC აცხადებს, ჯოვზჯანის პროვინციის გუბერნატორის, მავლავი ლუფტფულა აზიზის თქმით, "წითელი ჯვრის" თანამშრომლებს ავღანელი ფერმერებისთვის საქონლის საკვები მიჰქონდათ, როცა მათ ავტოკოლონაზე თავდასხმა მოხდა... ჰუმანიტარული ორგანიზაციის ორი თანამშრომლის ბედი ამ დრომდე გაურკვეველია.

"წითელი ჯვრის" წარმომადგენლის ტომას გლასის განცხადებით, შემთხვევიდან რამდენიმე საათის შემდეგ, მათ კიდევ ორი თანამშრომელი გაიტაცეს. დაღუპულები და დაშავებულები ადგილობრივი მოქალაქეები არიან. მისივე თქმით, "წითელი ჯვრის" საერთაშორისო კომიტეტის თანამშრომლები, დიდთოვლობის შედეგად დაზარალებულ რაიონებში ჰუმანიტარული მისიით იმყოფებოდნენ. ისინი დიდთოვლობის შედეგად დაზარალებულ რაიონში მოქალაქეებს ჰუმანიტარულ დახმარებას უწევდნენ, რა დროსაც მათზე თავდასხმა განხორციელდა.

თავდაპირველად, ტერორისტული მოძრაობა "თალიბანი" ამტკიცებდა, რომ მომხდარი ტერორისტულ თავდასხმას არ უკავშირდებოდა. მათივე თქმით,

ავღანეთში ზვავის ჩამოწოლის შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და მათ შორის იყვნენ მედიკოსებიც.

თუმცა, მოგვანებით გაირკვა, რომ იერიშზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.

"ყოვლად ამაზრზენი და შემზარავი ფაქტი მოხდა. გაუმართლებელია ჩვენი კოლეგებისა და მეგობრების დახოცვა, რომლებიც მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევას ცდილობენ", - განაცხადა "წითელი ჯვრის" დელეგაციის ხელმძღვანელმა მონიკა ზანარელიმ.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ტერორისტებმა ჰუმანიტარული მისიის წარმომადგენლებზე იერიში მიიტანეს. შარშან, ივლისში "თალიბებს" "წითელი ჯვრის" სამი ექიმი რამდენიმეკვირიან ტყვეობაში ჰყავდათ და შემდეგ გაათავისუფლეს.

მაშინ, სარ-ე-პულის გუბერნატორის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ზაბიულა განაცხადა, რომ ექიმების გათავისუფლება უკონტროლო რეგიონის უხუცესებისა და ავღანეთის უსაფრთხოების ძალების ერთობლივი მუშაობის შედეგად მოხერხდა. ექიმები ექსტრემისტებმა იმ დროს შეიპყრეს, როდესაც "წითელი ჯვრის" წარმომადგენლები საიადის ოლქში მდებარე სოფლების მცხოვრებლებს სამედიცინო დახმარებას უწევდნენ...

ლალი პაპასკირი

ამბები. გე

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე