ცნობილი მიგრანტები, რომლებმაც აშშ-ში მსოფლიოს ისტორია შექმნეს

ცნობილი მიგრანტები, რომლებმაც აშშ-ში მსოფლიოს ისტორია შექმნეს

გასულ კვირას აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის საიმიგრაციო პოლიტიკის წინააღმდეგ კიდევ 30 ამერიკული ტექნოლოგიური კომპანია, მათ შორის "ტესლა", HP და Adobe გამოვიდა.

საერთო ჯამში, მიმართვას ხელს 127 კომპანია აწერს. დოკუმენტში კომპანიები აღნიშნავენ, რომ აკრძალვა არაკონსტიტუციურია და სერიოზულ ზიანს მიაყენებს მათ ბიზნესს.

პრეზიდენტის პოლიტიკას არ ეთანხმებიან ისეთი კომპანიები, როგორებიც "ფეისბუქი", "მაიკროსოფტი" და "ეფლი" არიან. Apple-ია აღმასრულებელი დირექტორის ტიმ კუკის განცხადებით, კომპანია ვერ განახორციელებდა თავის მიზნებს მიგრანტების გარეშე. ტიმ კუკმა დონალდ ტრამპს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ "ეფლის" დამფუძნებელი სტივ ჯობსი სწორედ მიგრანტი იყო.

სტივ ჯობსი

კორპორაცია Apple-ის დამფუძნებლის, ლეგენდარული სტივ ჯობსის მამა სირიელი მიგრანტი იყო, რომელიც აშშ-ში 1950-იან წლებში გადაბარგდა.

სტივ ჯობსის ოფიციალური ბიოგრაფიის თანახმად, რომლის ავტორიც უოლტერ აიზეკსონია, ჯობსის ბიოლოგიურმა მამამ - სირიის ქალაქი ჰომსი 1954 წელს დატოვა და აშშ-ში ჩავიდა. მომავალი გენიოსის მამამ სწავლა ვისკონსის უნივერსიტეტში პოლიტოლოგიის ფაკულტეტზე გააგრძელა, სადაც ჯობსის მომავალი დედა - ჯოანა კეროლ შიბლი გაიცნო. სტივის დაბადების მომენტში - 1955 წელს ისინი არ ყოფილან დაქორწინებულები, რადგან ჯოანას ეშინოდა, რომ მისი ხანშიშესული მამა ვერ გადაიტანდა ქალიშვილის სირიელზე გათხოვებას. საბოლოოდ, წყვილმა გადაწყვიტა, რომ ბიჭუნა პოლ და კლარა ჯობსებისთვის მიეშვილებინა.

სტივ ჯობსს არასდროს ჰქონია ურთიერთობა ბიოლოგიურ მამასთან, თუმცა ეს უკანასკნელი ყოველთვის ცდილობდა შვილთან კონტაქტის აღდგენას.

სერგეი ბრინი

ამერიკელი მილიარდერი, Google-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი. სერგეი ბრინის ქონება "ფორბსის" ბოლო მონაცემებით 39,6 მილიარდი დოლარია. ამ მონაცემებით, ბრინი მსოფლიოს ყველაზე მდიდარ ადამიანებს შორის მე-13-ეა.

სერგეი ბრინი მოსკოვში, ებრაელი მათემატიკოსების ოჯახში დაიბადა. ოჯახი აშშ-ში 1979 წელს გადაბარგდა საცხოვრებლად, როდესაც მომავალი მილიარდერი 5 წლის იყო  განაგრძეთ კითხვა

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"