"ტაქსისტები", ძიძები, რეპეტიტორები - თვითდასაქმებულთა ბიზნესი, სადაც 200-300 მილიონი ტრიალებს

"ტაქსისტები", ძიძები, რეპეტიტორები - თვითდასაქმებულთა ბიზნესი, სადაც 200-300 მილიონი ტრიალებს

ტაქსაობა საქართველოში თვითდასაქმების ერთ-ერთი გავრცელებული ფორმაა. ზუსტი აღრიცხვა არ არსებობს, მაგრამ სპეციალისტთა შეფასებით, საქართველოში 50 ათასამდე ტაქსი მოძრაობს. უმეტესობა ფიზიკურ პირებს ეკუთვნის, რომელთა საქმიანობას სახელმწიფო არ არეგულირებს.

დღეს ძიძების ხელფასი, დატვირთვის მიხედვით, 300-400 ლარიდან იწყება და 1 000 ლარსაც აჭარბებს. მთავრობა არც ამ ბიზნესს არეგულირებს, შესაბამისად, არავინ იცის, რამდენი ადამიანი იღებს შემოსავალს საქართველოში ამ საქმიანობით.

ტაქსის მძღოლი, ძიძა, რეპეტიტორი - საქართველოში ამ და სხვა საქმიანობით მილიონზე მეტი კაცი ირჩენს თავს. ფინანსთა სამინისტროს გათვლებით, ჯამურად ამ ბიზნესებში წელიწადში 200-300 მილიონი ლარი ბრუნავს და მიუხედავად იმისა, რომ უმეტესობას კანონი საშემოსავლო გადასახადის გადახდას აკისრებს, ბიუჯეტში შენატანს, ფაქტობრივად, არავინ აკეთებს. ხელისუფლება წვრილ "ჩრდილოვან ბიზნესს", სადაც ჯამში მილიონები ბრუნავს, არ არეგულირებს, რადგან მას უფრო სოციალური დატვირთვა აქვს, ვიდრე ეკონომიკური.

საქართველოს ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა, ანუ სამუშაო ძალა, 2 021 000-კაციანია. "საქსტატის" ბოლო მონაცემებით, აქედან დასაქმებულია 1 779 900, საიდანაც 753 400 დაქირავებულია, ხოლო 1 018 100 - თვითდასაქმებული. 2015 წელს ბიუჯეტმა საშემოსავლო გადასახადის სახით 2,05 მილიარდი ლარი მიიღო, 2016 წლის სამ კვარტალში კი - 1,49 მილიარდი. თუ გავითვალისწინებთ, რომ საშემოსავლო გადასახადს, ძირითადად, დაქირავებით დასაქმებულები იხდიან, ბიუჯეტში საშემოსავლო გადასახადი სწორედ მათ ხარჯზე ივსება.

თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ დაურეგულირებელ სფეროში წელიწადში დაახლოებით 200-300 მილიონი ლარი ტრიალებს, გამოდის, თვითდასაქმებულთა დაუბეგრაობით ბიუჯეტი არაერთ მილიონს კარგავს გადასახადების სახით წაიკითხეთ გაგრძელება

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ