"ვნებიანი უფრო მეტად ვარ, ვიდრე რომანტიკული"

"ვნებიანი უფრო მეტად ვარ, ვიდრე რომანტიკული"

"ხშირად, მისი სასიყვარულო რომანები ხანმოკლეა. მაშინვე გარბის, როგორც კი უარის ან იმედგაცრუების სიმწარეს იგემებს. ტემპერამენტიანი და ფეთქებადია. განსაკუთრებით მგრძნობიარეა ქათინაურების მიმართ. უთხარით უმნიშვნელო კომპლიმენტი და მისი გული მოგებული გექნებათ. თავგადასავლების მოყვარულს, მოგზაურობაც უყვარს", - ასე ახასიათებენ ასტროლოგები ცხენის წელში დაბადებულ მშვილდოსანს, ეს კი მსახიობ ხატია ბრაჭულის ზოდიაქოს ნიშანია.

- ასტროლოგიის ბავშვობიდან ძალიან მჯერა. ყოველდღიური ჰოროსკოპი არა მგონია, ხშირად ამართლებდეს, მაგრამ იმდენად ვარ დაინტერესებული, ამასაც კი ვკითხულობ ხოლმე. პირადი ჰოროსკოპიც გაკეთებული მაქვს. ჩემი ნიშნის დახასიათებასა და ჩემს ხასიათს შორის ძალიან ბევრი თანხვედრაა. ცხენის წელში დაბადებული მშვილდოსნები ძლიერი ადამიანები ვართ, ემოციურები, თავისუფლების მოყვარეები და არ მოგვწონს, როცა გვზღუდავენ. 2 წლის წინ, ცხენის წელი იყო და ეს პერიოდი მართლაც, გამორჩეულად მახსოვს. დაკვირვებული ვარ, როცა მზე მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშანშია, ეს პერიოდი ჩემთვის ძალიან კარგია, ადვილად გვარდება ყველაფერი, მდგომარეობა ყოველთვის უკეთესობისკენ იცვლება.

- მოუსვენარი ხარ?

- კი. საერთოდ ცხენი და მშვილ­დოსნის თვისებები თითქმის იდენტურია, ხასიათში მოუთმენლობა გამოკვეთილი თვისებაა. მინდა, ყველაფერი სწრაფად მივიღო, აქტიურიც ვარ.

- "თავგადასავლების მოყვარეა, უყვარს მოგზაურობა".

- თავგადასავლები ეს ისაა, რის გარეშეც ჩემი ცხოვრება წარმოუდგენელია და სულ მის ძიებაში ვარ. რა თქმა უნდა, მოგზაურობაც ძალიან მიყვარს.

- შენი თავგადასავლები, უმეტეს შემთხვევაში როგორია: რისკიანი, მხიარული, საინტერესო თუ...

- ხიფათებითა და ენერგიით სავსე, ძალიან სახალისო - მე ამით ვიღებ სიამოვნებას. მოგზაურობას ქვეყნის გარეთ ხშირად ვერ ვახერხებ, მაგრამ ჩვენს რეგიონებში გასვლაც ძალიან მიყვარს, ეს განტვირთვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. ამოჩემებული ან გამორჩეულად საყვარელი ადგილი არ მაქვს, მრავალფეროვნება მიყვარს - ესეც ჩემი ნიშნის დამახასიათებელი თვისებაა. სულ ვცდილობ, ახალი ადგილები მოვინახულო, სულ ძიების პროცესში ვარ. ჩემი დასვენება აქტიური უნდა იყოს.

- "მას თავში იდეები სწრაფად მოსდის, წარმატება კი ხშირ შემთხვევაში, წინათგრძნობაზეა დამყარებული".

- ძალიან კარგი ინტუიცია მაქვს, ყველაფერს წინასწარ ვგრძნობ. შეიძლება ბევრს დაუჯერებლად მოეჩვენოს, მაგრამ რამდენჯერმე მქონდა შემთხვევა, როცა გავიფიქრე: ახლა დამირეკავენ, საქმიან წინადადებას შემომთავაზებენ, სიახლეს მეტყვიან-მეთქი და მართლაც, დაურეკავთ, როლი შემოუთავაზებიათ. წინათგრძნობა ბევრ რამეში მეხმარება.

- მწარე სიმართლის პირში თქმა გჩვევია?

განაგრძეთ კითხვა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება