რუსეთის საპატრიარქო ილია მეორის შესაძლო მოწამვლის ისტორიას "საკმაოდ უცნაურს" უწოდებს

რუსეთის საპატრიარქო ილია მეორის შესაძლო მოწამვლის ისტორიას "საკმაოდ უცნაურს" უწოდებს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის შესაძლო მოწამვლის ისტორია საკმაოდ უცნაურია და ამიტომ გამოძიების შედეგებს უნდა დაველოდოთ, - განუცხადა "რია ნოვოსტის" რუსეთის საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობების განყოფილების წარმომადგენელმა, ეპისკოპოსმა იგორ იაკიმჩუკმა.

"უნდა დაველოდოთ გამოძიების შედეგებს. მთლიანად ეს ისტორია საკმაოდ უცნაურია, იმის გათვალისწინებით, რომ კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სამკურნალოდ საქართველოს გარეთ იმყოფება", - განაცხადა იაკიმჩუკმა.

მისი თქმით, "რთულია ისტორიიდან ამგვარი შემთხვევების გახსენება".

"რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიაში ჯერ არ არის ნათელი, შეესაბამება თუ არა გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს თუ ეს საინფორმაციო ბრძოლის ნაწილია. მიუხედავად ორ ქვეყანას შორის კრიტიკული მომენტებისა, საეკლესიო ურთიერთობებს ზიანი არ მიყენებია. პირიქით, უფრო მტკიცე ხდებოდა", - დასძინა იაკიმჩუკმა.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"