შორენა თეთრუაშვილის პირველი კომენტარი ბრალდებებზე: "ეს მე არ მეხება"

შორენა თეთრუაშვილის პირველი კომენტარი ბრალდებებზე: "ეს მე არ მეხება"

პატრიარქის მდივან-რეფერენტი შორენა თეთრუაშვილი მის წინააღმდეგ გაჟღერებულ ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ "ეს მას არ ეხება".

ბერლინის კლინიკაში მყოფმა თეთრუაშვილმა მის წინააღმდეგ ჭყონდიდის მიტროპოლიტის, პეტრე ცაავას მიერ გაჟღერებულ ბრალდებებზე მცირე კომენტარი "საზოგადოებრივ მაუწყებელთან" გააკეთა.

იხილეთ ვიდეო

"ეს მე არ მეხება, ვიღაც სხვა ადამიანზე ლაპარაკობს ეტყობა", - განაცხადა თეთრუაშვილმა "მოამბის" ჟურნალისტთან საუბარში.

ჭყონდიდის მიტოპოლიტმა, მეუფე პეტრე ცაავამ გადაცემაში "არჩევანი" განაცხადა, რომ პატრიარქის მდივან-რეფერენტი შორენა თეთრუაშვილი "მისი გარემოცვის წევრებს, რამდენიმე სასულიერო პირს, მისი დავალებების კარგად შემსრულებლებს "ოქროს თევზს" ეძახის.

"ეს არის პროტოპროსვიტერი გიორგი, ქორეპისკოპოსი თეოდორე პირველ რიგში, რომელიც ფინანსურ საკითხებში არის ყველაზე მეტად ჩართული", - განაცხადა მიტროპოლიტმა საუბრისას.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ