ჯეიმს მეტისი - ჩვენ რუსეთს უფრო ხმამაღლა საუბრის საშუალებას არ მივცემთ

ჯეიმს მეტისი - ჩვენ რუსეთს უფრო ხმამაღლა საუბრის საშუალებას არ მივცემთ

აშშ-ის თავდაცვის მდივანი ჯეიმს მეტისი თვლის, რომ ნატო-ს ქვეყნებმა რუსეთთან პარტნიორული ურთიერთობები უნდა ჩამოაყალიბონ, თუმცა, სიტუაციიდან გამომდინარე, ძალის პოზიციიდან საუბარს არ გამორიცხავს.

სააგენტო Bloomberg-ის ინფორმაციით, მსგავსი განცხადება აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ბრიუსელში, ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალზე გააკეთა.

„ჩვენ ღია ვართ მოსკოვთან პარტნიორული ურთიერთობების აღდგენისთვის, მაგრამ რეალისტებად ვრჩებით ჩვენს მოლოდინებში და ჩვენს დიპლომატებს ძალის პოზიციიდან მოლაპარაკებების ჩატარების შესაძლებლობა ექნებათ”, - განაცხადა პენტაგონის ხელმძღვანელმა.

„ჩვენ მზად არ ვართ უარი ვთქვათ ალიანსის ღირებულებებზე და საშუალება მივცეთ რუსეთს, თავისი ქმედებებით უფრო ხმამაღლა ისაუბროს“, - დასძინა მეტისმა.

"ინტერპრესნიუსი"

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"