ლიკა ევგენიძე საქართველოში დაბრუნდა: "ასეთ გადაწყვეტილებას ერთი ვერ მიიღებს... ყველაფერს ერთად ვწყვეტთ"

ლიკა ევგენიძე საქართველოში დაბრუნდა: "ასეთ გადაწყვეტილებას ერთი ვერ მიიღებს... ყველაფერს ერთად ვწყვეტთ"

ტელეწამყვანი ლიკა ევგენიძე, თავის უსაყვარლეს პატარა შვილთან ერთად, ცოტა ხნის წინ, ამერიკიდან საქართველოში დაბრუნდა. მისი უფროსი შვილი - ანა-სოფია, ამ ეტაპზე, ამერიკაში, მამასთან დარჩა. ლიკასთვის ამერიკული ცხოვრება ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი იყო, თუმცა ის საქართველოში უფრო კომფორტულად გრძნობს თავს და სამომავლოდ ბევრი გეგმაც აქვს. სამშობლოში დაბრუნებულმა ლიკა ევგენიძემ ჟურნალ "თბილისელებთან" ამერიკულ ცხოვრებაზე და საქართველოში დაბრუნების გადაწყვეტილებაზე ისაუბრა. გთავაზობთ ნაწყვეტებს ინტერვიუდან:

"გადმოვედი აქეთ. მომენატრა საქართველო - ნოსტალგია რომ შემოგაწვება, რთულია ბავშვებით უცხო ქვეყანაში ცხოვრება. თან, მშობლები, ყველა აქ მყავს. მე და პატარა ვართ ჯერ აქ. ნიკასთან არის ანასოფია. სკოლაში დადის და შუა სემესტრიდან ვერ წამოვიყვანდი ბავშვს. მინდა, პირველი კლასი ბოლომდე მიიყვანოს, რადგან ამერიკული სკოლიდან პირდაპირ რომ გადმომეყვანა, აირეოდა და ცოდოა. ამიტომ ჯერჯერობით ასე ვართ. ალბათ, ცოტა ხნით წავალთ მოსანახულებლად, მაგრამ ახლა აქეთ ვართ"

- ლიკა, შენი მეუღლეც გადმოვა საქართველოში საცხოვრებლად?

- არა, თავისი სამსახური აქვს და არ ვიცი. თვითონ როგორც მოახერხებს და გადაწყვეტს, ვნახოთ.

- წამოსვლის გადაწყვეტილება ერთად მიიღეთ შენ და ნიკამ? ასე ჯობია, უკეთესია?

- ასეთ გადაწყვეტილებას ერთი ადამიანი ვერ მიიღებს. მით უმეტეს, როცა შვილები გყავს - ყველაფერს ერთად ვწყვეტთ.

- ფიქრობ, რომ ბავშვების მომავლისთვის საქართველოში ცხოვრება ჯობია?

- რთულია დიდ ქალაქში ცხოვრება. ვფიქრობ, ამ ეტაპზე ასე ჯობდა. უკეთესი იქნება ეს ბავშვებისთვის და ჩემთვისაც.

- ამბობენ, რომ დროებით განშორება უკეთესია, რადგან ორი ადამიანის ურთიერთობაში ჩნდება პრობლემები და საჭიროა, რაღაცები შეცვალოო.

- არ ვიცი, შეიძლება, ვერ გეტყვი, ასეც ხდება და ისეც - ზოგჯერ კარგია, ზოგჯერ ცუდი. წინასწარ ვერ გაიგებ. ყოველ შემთხვევაში, ახლა ასეა, როგორც არის და ვნახოთ.

- ამბობენ, სიყვარულსაც თავისი ეტაპები აქვსო. შენ როგორ ფიქრობ?

- სულ სხვადასხვა ეტაპია. არ არსებობს, რაღაც ცალსახად ერთნაირად ვითარდებოდეს. ცხოვრებაც ეს არის. თუ არაფერი იცვლება შენს ცხოვრებაში, მკვდარი ხარ. ჩვენც ამ დინებას მივყვებით, ვეწყობით. დაწერილი რეცეპტი არ არსებობს. ყველა შემთხვევა ინდივიდუალურია და ურთიერთობა - უნიკალური. მე არ მჯერა დაწერილი რეცეპტების.

- არ უჭირს ანასოფიას დედის გარეშე ყოფნა ან შენ არ გიჭირს?

- რა თქმა უნდა, მიჭირს. მაგრამ, საბედნიეროდ, ინტერნეტი არსებობს და მისი დახმარებით ვთამაშობთ, ვსწავლობთ, ვსაუბრობთ. მე, როგორც დიდ ადამიანებს, ისე ვუხსნი და ველაპარაკები ჩემს შვილებს. ამიტომ იცის, რომ საქმეზე ვარ და სწავლას რომ დაამთავრებს, ჩამოვა. მანამდე მეც წავალ აუცილებლად ბავშვთან და მერე ერთად ჩამოვალთ.

ნათია უტიაშვილი

ჟურნალი "თბილისელები"

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება