მსახიობ ლევან ჯიბღაშვილს ცოლი მოჰყავს

მსახიობ ლევან ჯიბღაშვილს ცოლი მოჰყავს

მსახიობი ლევან ჯიბღაშვილი მალე დაოჯახდება. ჯიბღაშვილმა საყვარელ გოგონას - ნინიკო ნაცარაშვილს ხელი მისსავე დაბადების დღეზე სთხოვა. ფოტოზე, რომელიც ფეისბუქზე გავრცელდა, ასახულია მსახიობი, რომელიც თავის რჩეულს მარჯვენა ხელზე ბეჭედს უკეთებს.

"არ ვიცი და ვერ ვხვდები საიდან დავიწყო, სიტყვებს თავი როგორ მოვუყარო... მადლობა, რომ არსებობ! მიყვარხარ" - ამ მინაწერით გაავრცელა ნიშნობის ფოტო ნინიკო ნაცარაშვილმა.

წყვილი რამდენიმე თვეა ერთადაა. ლევანმა და ნინიკომ ერთმანეთი ბათუმში გაიცნეს, სადაც ახალგაზრდა მსახიობმა და ბიზნესმენმა თავისი მორიგი რესტორანი გახსნა. ნინიკო ნაცარაშვილის ინსტაგრამის პროფილზე წყვილის უამრავი ერთობლივი ფოტოა.

შეგახსენებთ, ლევან ჯიბღაშვილი რამდენჯერმე მოხვდა ყველაზე სასურველი სასიძოების რიცხვში. ის სამსახიობო კარიერასთან ერთად ბიზნესშიც ჩაერთო რამდენიმე წლის წინ. ლევანმა ბავშვთა გასართობი ცენტრი გახსნა, რომელიც თბილისში დიდი პოპულარობით სარგებლობს, მოგვიანებით კი საკლუბო ბიზნესით დაინტერესდა. ბათუმში და თბილისში მას კარაოკე კლუბები აქვს. ლევან ჯიბღაშვილისთვის ბიზნესში წასვლა განსაკუთრებით მომგებიანი აღმოჩნდა, ის ერთადერთი მილიონერი მსახიობია საქართველოში.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება