"დედა ამ ჭირთან ისე მარტოა, როგორც თვითონ სიკვდილთან ადამიანი"

"დედა ამ ჭირთან ისე მარტოა, როგორც თვითონ სიკვდილთან ადამიანი"

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი, მწერალი გიორგი კეკელიძე ტელეწამყვან მაია ასათიანის შვილის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება. კეკელიძე წერს, რომ ის თავად შვილმკვდარი ოჯახიდანაა, ამიტომ მას ამ ტრაგედიის კარგად ესმის. გიორგი კეკელიძეს წლების წინ, მცირეწლოვანი და ჰყავს გარდაცვლილი.

"მე თვითონ შვილმკვდარი ოჯახიდან ვარ და არცერთი მხრიდან არ არის უცხო სიკვდილი ჩემთვის. ამიტომაც, ფიქრი და დაკვირვება სულ მის ირგვლივ ტრიალებს. ზუსტად ვიცი: შვილმკვდარი დედები ვერასდროს იყურებიან მაღლა. მეტიც - მათ პირდაპირ მზერაც კი უჭირთ. ვერასდროს გახდება ადამიანი ადამიანზე მეტი. ვერასდროს მიიღებს, რომ სიკვდილი ერთი ბანალური აქტია და ადრე თუ გვიან ყველას დაგვასრულებს ან იმას, რომ "ღმერთს თავისთვის მხოლოდ კარგები უნდა".

შეიძლება მერე, მერე, წლების მერე ეს მცირე საყრდენადაც იქცეს, მაგრამ არა ახლა და ამწამს. დედა ამ ჭირთან ისე მარტოა, როგორც თვითონ სიკვდილთან ადამიანი. მე მხოლოდ ძალას ვუსურვებ მაიას და სხვებსაც, ვისაც ახლა შვილი მოუკვდა და მათ შესახებ არაფერი ვიცით. იმ გამოუცნობ ძალას, რომელიც სიცოცხლეში აჯიუტებს ადამიანს, სხვა დარჩენილი სიცოცხლეების დასახმარებლად. იმ ძალას, ბებიაჩემის თვალებში რომ ვხედავდი, თუმცა არასდროს მინახავს მისი თვალები, რადგან სულ დახრილი ჰქონდა", - წერს გიორგი კეკელიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე.

მაია ასათიანის 18 წლის ქალიშვილი ნუცა მახვილაძე საფრანგეთში ერთ-ერთ კლინიკაში გარდაიცვალა. გოგონა მენინგოკოკური ინფექციის შედეგად, საავადმყოფოში კომატოზურ მდგომარეობაში მოათავსეს. სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მაია ასათიანს შვილის გარდაცვალების გამო უსამძიმრებენ

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს