CNN, New York Times, Politico და Los Angeles Times თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე არ დაუშვეს

CNN, New York Times, Politico და Los Angeles Times თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე არ დაუშვეს

ზოგიერთი წამყვანი ამერიკული მედიასაშუალებები თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე არ დაუშვეს, - იუწყება ტელეკომპანია CNN.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, CNN, New York Times, Politico, Los Angeles Times და სხვა მედიასაშუალებები თეთრ სახლში გუშინ გამართულ ბრიფინგზე არ დაუშვეს.

"დარბაზში შესვლისას მე თეთრი სახლის თანამშრომელმა გამაჩერა და მითხრა, რომ სიაში არ ვარ", - განაცხადა CNN-ის კორესპონდენტმა.

ტელეარხის განცხადებით, "ადრე მსგავსი რამ არასოდეს მომხდარა, მომხდარის მიზეზები თეთრ სახლში არ განუმარტავთ".

თეთრი სახლი და პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არაერთხელ აკრიტიკებდნენ რიგ მედიასაშუალებებს, მათ შორის CNN-ს და New York Times არასაწორი ინფორმაციის გავრცელებაში.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"