სკანდალი "ოსკაროსანი" მსახიობის გარშემო - კეისი აფლეკს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ

სკანდალი "ოსკაროსანი" მსახიობის გარშემო - კეისი აფლეკს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ

26 თებერვალს "ოსკარის" რიგით 89-ე დაჯილდოვების ცერემონიაზე მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის "ოსკარი" კეისი აფლეკს გადაეცა, რომელმაც ჯილდო მიიღო ფილმში "მანჩესტერი ზღვასთან" შესრულებული როლისთვის. კეისი აფლეკი ცნობილი მსახიობისა და რეჟისორის, ასევე "ოსკაროსანი" ბენ აფლეკის ძმაა.

მსახიობის ჯილდომ შოუბიზნესის გარკვეულ ნაწილში პროტესტი გამოიწვია აფლეკის სკანდალური წარსულის გამო: 41 წლის მსახიობის წინააღმდეგ 2010 წელს ორი სარჩელი შეიტანეს სექსუალური ძალადობის ბრალდებით. აფლეკს პროდიუსერი ამანდა ვაითი და ოპერატორი მაგდალენა გორკია 2-2.25 მილიონ დოლარს ედავებოდნენ. მათი თქმით, ფილმის - "მე აქ არ ვარ" გადაღებების დროს, მსახიობმა მათზე სექსუალური ძალადობა სცადა.

ვაითის თავდაპირველ ჩვენებაში ნათქვამია, რომ აფლეკი ქალებს "ძროხებად" მოიხსენიებდა. მისივე თქმით, როდესაც უარი მიიღო სექსუალურ კონტაქტზე, უხეშად შეეხო ხელით. ოპერატორს კი ეუბნებოდა, რომ საცვლები გაეხადა. გორკას თქმით, მას ყოველდღიურად უწევდა სექსუალური ხასიათის კომენტარების მოსმენა, შეურაცხყოფის ატანა.

აფლეკმა უარყო ბრალდებები და საქმე 2010 წელს დაიხურა. სასამართლოს დეტალები უცნობია, თუმცა გორკას და ვაითის ბრალდებები შემდეგ მედიასა და ონლაინ სივრცეში გადავიდა.

აფლეკს დაჯილდოვების დროს პროტესტი გამოუცხადა 2016 წლის "ოსკარის" მფლობელმა მსახიობმა ბრი ლარსონმა. სწორედ ფილმ "ოთახის" ვარსკვლავმა გამოაცხადა აფლეკის გვარი, თუმცა სცენაზე ოქროს ქანდაკების ასაღებად ასულს ტაში პროტესტის ნიშნად არ დაუკრა.

მომზადებულია independent.co.uk-ს მიხედვით

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება