რა რეაქცია მოჰყვა სოციალურ ქსელში ირაკლი კობახიძის პრეზიდენტის მისამართით გაკეთებულ განცხადებას

რა რეაქცია მოჰყვა სოციალურ ქსელში ირაკლი კობახიძის პრეზიდენტის მისამართით გაკეთებულ განცხადებას

"თუ საქართველოს პრეზიდენტი გააგრძელებს არაკორექტული განცხადებების კეთებას, ამ შემთხვევაში, შეიძლება ვიფიქროთ ჩვენი პოზიციის გადახედვაზე და შეიძლება ვიფიქროთ იმაზე, რომ პირდაპირი არჩევნები არ ჩავატაროთ მომავალ წელს და პირდაპირ გადავიდეთ არაპირდაპირ არჩევნებზე. სხვა განცხადების გაკეთება მე პრეზიდენტის ამ არაკორექტულ განცხადებასთან დაკავშირებით უბრალოდ არ შემეძლო", - განაცხადა კობახიძემ.

კობახიძის ამ განცხადებას სოციალურ ქსელში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა.

გოჩა ცარციძე: "პრეზიდენტო, უმორჩილესად გთხოვ, თქვი ის, რაც მათ "ნიცშეანულ გონთან ნაზიარებ" ხალხს სურს...თორემ გაბრაზდებიან"

თეა ადეიშვილი: "პრეზიდენტს რას უპირებს და მედიას რას უზამს, რთული წარმოსადგენი არ უნდა იყოს".

გრიგოლ გეგლია: "ირაკლი კობახიძე - თუ პრეზიდენტი გააგრძელებს არაკორექტული განცხადებების გაკეთებას, შეიძლება ვიფიქროთ, რომ მომავალ წელს არაპირდაპირ არჩევნებზე გადავიდეთ.

ეს განცხადება ისტორიაში უნდა შევიდეს, როგორც ავადსახსენებელი პერსონალიზირებული პოლიტიკის კლასიკური ნიმუში. თურმე საქართველოს პრეზიდენტის ინსტიტუტის ბედი იმაზეა ჩამოკიდებული, თუ როგორ მოიქცევა ერთი მმართველი გუნდის მიმართ საქართველოს პრეზიდენტი. კონსტიტუციონალისტისაგან ეს უკიდურესად სამარცხვინო განცხადებაა!

პოსტს დავასრულებ პასაჟით პრაიმტაიმისათვის იანვარში მიცემული ჩემივე ინტერვიუდან:

"სამწუხაროდ, კონსტიტუციური რეფორმის საკითხი მალევე იქცა კერძო პირების განხილვის საგნად, რაც ცუდია. საკითხი ისე არ უნდა იდგეს, თითქოს საქმე მარგველაშვილს ეხება. მარგველაშვილის გარდა, საქართველოს უამრავი პრეზიდენტი ეყოლება. ჩვენ დღეს იმას არ ვირჩევთ, რა ბედი ეწევა ან მარგველაშვილს, ან სხვა კერძო პირს, არამედ იმას, როგორ აირჩევს საქართველო, როგორც სახელმწიფო, მომავალში თავის მეთაურებს, ანუ პრეზიდენტებს. ეს კი უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხია. დღევანდელი ჩვენი არჩევანი ასახავს ჩვენს პოლიტიკურ და მორალურ პრიორიტეტებს. იმისდა მიხედვით, რა წყობას ავირჩევთ, ჩვენ ამით ვამბობთ, ვინ ვართ და რა გვინდა ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში"

პატივი ეცით სახელმწიფოს! პატივი გვეცით ჩვენ!"

ნინო კალანდია: "ჯერ რო გაროზგონ ან რამენაირად ძაან კაცრად დასაჯონ? ყოველ ჯერზე მგონია რო სისულელეების კეთების და თქმის მაქსიმუმს მიაღწიეს, მაგრამ არა. ყოველ ჯერზე ვცდები"

ნინო დანალია: "არ შეეძლო სხვაგვარი განცხადების გაკეთება თურმე ბიჭს, მერე ბატონი ბიძინა ტაკოზე მოსცხებდა და რა ექნა?!"

თაკო ტაბატაძე: "ეს მთვრალიაა? მე ჯერ კიდევ ძუძუმწოვარა მგონია და ალკოჰოლის მიღება დაიწყოო?"

დავით ლაგვილავა: "უკვე, ჩამოიხსნეს ნიღბები და ძალიან აიჭრნენ...მარგველაშვილიც კი, პოზიტივად რომ მოგეჩვენება ამათ ფონზე...."

ლევან ჭითანავა: "შანტაჟი? პრეზიდენტის მიჯირყვნის მცდელობა?? პრეზიდენტის ინსტიტუტზე თავდასხმა?"

თენგო ნაგლაძე: "ჯიგარი აბა რა, თუ ოპოზიცია გააგრძელებს არაკორექტულად საუბარს სულ აღარ ჩავატაროთ არჩევნები" .

გვანცა ნაკაშიძე: "ვუაიმეეე რა საკალელიააა, ჰაჰაჰა ნეტავ რომელ საბავშვო ბაღში დადის?!"

"თქვენ მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ!" - მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილი ბრალდებულ ბექა კვიციანის მშობლებს მიმართავს

"ტვინის გამომრეცხავი რუსული არხების მაგივრად ჩაგვირთეთ "პალიტრანიუსი"  - რას სთხოვს ოქრუაშვილი წულუკიანს ციხიდან

"აუ,  როგორ არ მინდა, ჩემი დაქალების ინბოქსები ამოგიყარო, თუ ჩემს შეხებას არ შეეშვები" - რატომ ემუქრება თიკა ჯამბურია პროდიუსერ დავით იმედაშვილს