"ზოგი ავტომობილი ისეა დაშლილი, რომ ვერ გაარკვევ, რა მარკისაა" - რა ხდება ფოთის პორტში

"ზოგი ავტომობილი ისეა დაშლილი, რომ ვერ გაარკვევ, რა მარკისაა" - რა ხდება ფოთის პორტში

საქსტატის ცნობით, მიმდინარე წლის იანვარში საქართველოში 5 მილიონი დოლარით ნაკლები ღირებულების ავტომობილი შემოვიდა, ვიდრე ეს გასული წლის ანალოგიურ პერიოდში იყო. ახალი აქციზური განაკვეთები მარჯვენასაჭიანი ავტომობილების იმპორტზე ძალაში უკვე შევიდა, თუმცა დაშვებული საშეღავათო პერიოდის გამო, რომელიც 1 იანვრამდე დაწყებული ავტომობილების ტრანსპორტირებას ეხებოდა, გასამმაგებული აქციზით მარჯვენასაჭიანი ავტომობილების განბაჟება ჯერ არ მომხდარა. მიუხედავად ამისა, აქციზის განაკვეთის სამმაგი ოდენობით ზრდა ავტობიზნესზე უკვე აისახა. ავტოდილერების პროგნოზით, ეს გავლენა კიდევ უფრო თვალსაჩინო მომდევნო თვეების განმავლობაში იქნება.

ლაშა მაჩიტიძე, "ავტოკომ ჯაპანის" მენეჯერი: "ცვლილებები, რომელიც მარჯვენასაჭიანი ავტომობილების იმპორტს შეეხო, ჩვენს ბიზნესზე უკვე ძალიან ცუდად აისახა. დაახლოებით 60-კაციანი კოლექტივი გვყავდა და ოთხი ოფისი გვქონდა. ახლა დავრჩით ერთი ოფისის და ხუთი კაცის ამარა. ამასაც ძალიან მცირე ხნის პერსპექტივა აქვს, დაახლოებით ორ თვეში საერთოდ დაიხურება საქართველოში AUTOCOMP JAPAN-ის ოფისები. რა თქმა უნდა, ალტერნატივად მომხმარებელს შეიძლება ჰიბრიდული ავტომობილები შესთავაზო, 2011 წელს წარმოებული და უფრო ახალი, რომელიც ახალი კანონმდებლობით შეღავათიანი დაბეგვრის რეჟიმშია მოქცეული, მაგრამ ასეთი ტიპის ავტომობილებზე დიდი მოთხოვნა არ არის, რადგან საკმაოდ ძვირი ღირს.  განაგრძეთ კითხვა

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ