ქართველი გოგონა, რომელიც ბერძნულ მუსიკალურ მეგაშოუში გამარჯვებისთვის იბრძვის...

ქართველი გოგონა, რომელიც ბერძნულ მუსიკალურ მეგაშოუში გამარჯვებისთვის იბრძვის...

ქართველები მსოფლიოს სხვადასხვა მუსიკალურ კონკურსებში წარმატებას ხშირად აღწევენ. ასეთი მომღერლების რიცხვს ეკუთვნის 21 წლის ინგა ბალანჩინი, რომელიც საბერძნეთში, მეგაშოუ "rising star"-ში მონაწილეობს, მან წარმატებით გადალახა 4 ეტაპი და ახლა საქართველოს მხარდაჭერა სჭირდება:

- კონკურსში მონაწილეობის მიღება დედამ გადამაწყვეტინა, ის ყოველთვის თავდაუზოგავად შრომობს და მინდა მას მივანიჭო სიხარული, ამიტომაც გადავწყვიტე პროექტში მონაწილეობა. ფაქტობრივად, მარტო ვარ აქ, მაგრამ არ მიჭირს დამოუკიდებლად ბრძოლა, ეს ჩემთვის დიდი გამოწვევა და გამოცდილებაა.

- ცნობილია, რომ დღეს უკვე საქართველოდან გჭირდებათ დახმარება, როგორ უნდა დაგეხმაროთ?

- შესაბამისი აპლიკაცია უნდა გადმოწეროთ თქვენს აიფონში ან ანდროიდში www.antenna.gr/minisites და აარჩიოთ თქვენი ფავორიტი მომღერალი.

- ცნობილია, რომ ჟიურის წევრებმა გადაგიყვანეს შემდეგ ტურში, ელოდით ამას?

- კი, ველოდი, რადგან ჩემს მენტორთან კარგი ურთიერთობა მაქვს. საბერძნეთში გავიზარდე და დავიბადე, ჩემთვის უცხო არ არის ეს ხალხი, შესაბამისად, არც თაყვანისმცემლებისგან მაკლია მხარდაჭერა. საქართველოს მხარდაჭერა, ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ჩემი სამშობლოა და მინდა ყველამ დაინახოს როგორ მიდგას გვერდით.

იხილეთ ვიდეო

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება