საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბათუმსი, აჭარის პოლიციის სამმართველოსთან მიმდინარე მოვლენებს "ფეისბუქზე" ეხმაურება.
"ძალიან მტკივა ჩემი ბათუმი და ბათუმელები"- წერს სააკაშვილი.
აჭარის პოლიციის სამმართველოს შენობის წინ დაპირისპირება და არეულობაა. სამმართველოს მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციის 4 მანქანა იწვია. ისინი აქციის მონაწილეებმა ჯერ დააზიანეს, შემდეგ კი ცეცხლი წაუკიდეს. აღსანიშნავია, რომ აქციის მონაწილეებმა დააზიანეს, კერძოდ კი, ქვები დაუშინეს "ქართული ოცნების" დეპუტატის, ცოტნე ანანიძის ავტომობილიც, რომელიც მთავარი სამმართველოს ეზოში იყო გაჩერებული.