მარტინ შულცი - თურქეთში თანდათან დემოკრატიის დემონტაჟი ხდება

მარტინ შულცი - თურქეთში თანდათან დემოკრატიის დემონტაჟი ხდება

თურქეთში თანდათან დემოკრატიის დემონტაჟი ხდება, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერობის კანდიდატმა, „სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან“ და ევროპარლამენტის ყოფილმა პრეზიდენტმა მარტინ შულცმა ბერლინში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ავტორიტარული ძალების მხრიდან ღია საზოგადოებაზე წნეხი ძლიერდება. მათ სურთ დაგვიწესონ თავიანთი პოლიტიკა, თავიანთი ღირებულებები, რომლებიც კარდინალურად ეწინააღმდეგება ჩვენს პროგრესულ ღირებულებებს. ისინი მხარს უჭერენ იზოლაციას, საზოგადოებასთან ბრძოლას. ისინი მხარს უჭერენ სოციალურ, ეთნიკურ და რელიგიურ დაყოფას, ხალხს ერთმანეთის წინააღმდეგ აპირისპირებენ. ეს პოლიტიკური მოდელია. მაგალითად, აშშ-ში ხალხს რელიგიისა და ეროვნების საფუძველზე უარს ეუბნებიან შესვლაზე. სადღაც ჟურნალისტებს უმიზეზოდ აკავებენ და აჩუმებენ. ამჟამად თურქეთში დემოკრატიის თანდათანობითი დემონტაჟი ხდება“, - აღნიშნა შულცმა.

მისი თქმით, გერმანიის კანცლერობის შემთხვევაში გერმანია იქნება ძლიერი, ეკონომიკურად აყვავებული, პოლიტიკურად გავლენიანი ქვეყანა, რომელიც თავის პოლიტიკურ წონას გამოიყენებს გლობალიზაციის პროცესების სამართლიანობის საფუძველზე წარსამართად.

"ინტერპრესნიუსი"

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"