ბლოგი, რომლითაც რუსმა ტურისტმა საქართველოს დასცინა - "90-იან წლებში ვიმოგზაურე"

ბლოგი, რომლითაც რუსმა ტურისტმა საქართველოს დასცინა - "90-იან წლებში ვიმოგზაურე"

რუსი ტურისტი ანდრეი სმირნოვი საქართველოში მოგზაურობის შესახებ ბლოგს აქვეყნებს, სადაც აღნიშნავს, რომ საქარველოში მოგზაურობამ 90-იანი წლები გაახსენა და შავებში ჩაცმული ქართველების ნახვის შემდეგ 5 დღეში ისევ "ფერად მოსკოვში" დაბრუნება მოუნდა.

"საქართველოში ყოფნის მეხუთე დღეს ისევ მოსკოვში მომინდა. შავებში ჩაცმული ქართველების შემდეგ ისევ სხვადასხვა ფერის ტანსაცმელში გამოწყობილ მოსკოველებს შორის ყოფნა მომინდა. მე 90-იან წლებში ვიმოგზაურე და დროა 2017-ში დავბრუნდე.

პირველივე დღეს ძველი ქალაქი დავათვალიერე და შოკირებული დავრჩი. ასეულობით დანგრეული ხის და ქვის სახლი. სადღაც აკლია კედელი, მაგრამ რამდენიმე ფანჯარაში ანთია შუქი. რომელიღაც ბინას არ აქვს იატაკი, მაგრამ დანარჩენ ბინებში ხალხი მაინც ცხოვრობს. ზოგიერთი აივანი თავისუფლად შეიძლება თავზე დაგეცეს. ასფალტი მოშლილია ან არ არსებობს.

ერთ-ერთი დღის დილით მივდივარ მშრალ ხიდზე, სადაც ძველმანების ბაზრობაა, გვერდით მდებარე სკვერში კი მხატვრების ნამუშევრები იყიდება. ასფალტზე ქართველების მთელი ყოფილი საბჭოთა სიმდიდრე აწყვია: ფაიფურის პატარა ქანდაკებები, სერვიზები, კედლის საათები, ბროლის ვაზები, ჭიქები და ჭაღები, ბეჭდები, საყურეები, წიგნები რუსულ ენაზე, ძველი ტაშტები, ინსტრუმენტები, მაკრატლები, უთოები. ჩანს, რომ საბჭოთა დროს

ქართველებს არ უჭირდათ, ახლა კი უწევთ ყველაფრის გაყიდვა, რაშიც კი რამე თანხის მიღება შეიძლება. ჩვენ თითქმის ახალი, საბჭოთა მოოქროვილი ჩაის ნაკრები მოგვეწონა (75 ლარი - 1800 რუბლი). საბჭოთა კავშირში ასეთ ნაკრებს ნაცნობობით თუ შეიძენდი.

განაგრძეთ კითხვა

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ