X ფაქტორი იწყება! - ვარსკვლავური ჟიური და ამბები შოუს კულუარებიდან

X ფაქტორი იწყება! - ვარსკვლავური ჟიური და ამბები შოუს კულუარებიდან

"რუსთავი 2"-ზე X ფაქტორი იწყება! შოუს ახალმა, მეოთხე სეზონმა დღეს აიღო სტარტი ფილარმონიაში, სადაც პირველი შესარჩევი ტური გაიმართა.

ახალ სეზონში შოუს წამყვანებად მაყურებლის საყვარელი და ძალიან ენერგიული დუეტი მოგვევლინება: ვანიკო თარხნიშვილი და რუსკა მაყაშვილი.

მთავარი მოლოდინი პირველ შესარჩევ ტურზე ჟიურის წევრებისკენ იყო მიმართული - შოუს განახლებული და ძალიან ვარსკვლავური ჟიური ჰყავს: მეოთხე სეზონში კვლავ ვიხილავთ მომღერაალ სოფო ნიჟარაძეს, შოუს უბრუნდება სტეფანე და ტრადიციულად იქნება ჟიურიში ორგზის გამარჯვებული მწვრთნელი - ტელეწამყვანი გიორგი გაბუნია. რაც შეეხება ჟიურის სრულიად ახალ წევრს, ის გახლავთ... ლელა წურწუმია! მომღერალი შოუში მეგობრებსა და კოლეგებს შეუერთდა და მომავალი ვარსკვლავების შერჩევაზე იზრუნებს.

პირველი შესარჩევი ტური ფილარმონიაში დაახლოებით 13:00 საათზე დაიწყო. ფილარმონიაში მისულმა მსმენელმა 25-მდე მონაწილეს მოუსმინა. მაყურებლის წინაშე გამოვიდნენ როგორც სოლო შემსრულებლები, ისე ჯგუფები.

შოუს ერთგულ მაყურებელს არც მეოთხე სეზონზე მოაკლდება სტეფანესა და გიორგი გაბუნიას ძველებური კინკლაობა. ჟიურის წევრები ტრადიციულად აკრიტიკებენ ერთმანეთს ჩაცმულობის, მუსიკალური გემოვნების, თუ რეპლიკების გამო, ჟიურის ქალი წევრები კი "მშვიდობის მტრედების" როლს ირგებენ.

ადევნეთ თვალყური AMBEBI.GE-ზე თუ როგორ განვითარდება მოვლენები "X ფაქტორის" სცენაზე და სცენის მიღმა...

ფოტო: გიორგი ჟამელაშვილი

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება