"414 ბრიგადის კოშმარად ქცეული მორიგეობა..." - რას წერს სასწრაფოს ექიმი საზარელ ავარიაზე, რომელსაც მცირეწლოვანი ემსხვერპლა

"414 ბრიგადის კოშმარად ქცეული მორიგეობა..." - რას წერს სასწრაფოს ექიმი საზარელ ავარიაზე, რომელსაც მცირეწლოვანი ემსხვერპლა

აღმაშენებლის ხეივანში მომხდარმა ავტოსაგზაო შემთხვევამ, რომელსაც მცირეწლოვანი გოგონა ემსხვერპლა, საზოგადოება შეძრა. შემთხვევა დღეს, გამთენიისას მოხდა. არსებული ინფორმაციით, 11 წლის გოგონა დედასთან ერთად გაჩერებაზე იდგა, როდესაც მანქანა ჯერ განათების ბოძს, შემდეგ კი მათ დაეჯახა. თვითმხილველების თქმით, გოგონას თავში სავარაუდოდ, გაჩერების ბოძის დეტალი მოხვდა. რაც შეეხება ბავშვის დედას, ის ამ დრომდე საავადმყოფოში, კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება. ისინი ვინც ფაქტს შეესწრნენ, მომხდარს ემოციის გარეშე ვერ იხსენებენ. მათ შორის არის სასწრაფო დახმარების ექიმი მარინა ლაგვილავა, რომელიც საზარელი ავარიის ადგილზე გამოძახების შემდეგ მივიდა. ლაგვილავა "ფეისბუქზე" ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

"წამის მეასედში დანგრეული ცხოვრება....

-დედა, რომელიც სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეა, მაგრამ ეხლა სიკვდილი, რომ ყველაზე დიდი შვებაა მისთვის...

-რამოდენიმე წუთით, ისევ ბედნიერი მამა, რომელმაც ჯერ არაფერი იცის მისი ოჯახის ტრაგედიის შესახებ...

-დევივით ძმა, მიწაზე გართხმული, აბღავლებული, სანუგეშო სიტყვას, რომ ვერავინ უბედავს...

-პატარა გოგონას უმანკო,უნაზესი, უსუსური, უფაქიზესი სხეული, ტროტუარზე, სისხლის გუბეში, ახდილი თავის ქალით...

-ჩვენ,სასოწარკვეთილი, ნირწამხდარი,ამ მომენტისთვის უძლური ექიმები, ამ წუთას ყველაფერს რომ ვნატრობთ ექიმად ყოფნის გარდა...

-ორი ულამაზესი ყმაწვილი, ცა რომ ჩამოექცათ თავზე,ცხოვრება რომ სატანჯველად იქციეს, დგანან გაოგნებულები, ფრთაჩამოყრილნი,ცოცხალ-მკვდარნი,უფერულები, ჯერაც რომ ვერ გარკვეულნან რა მოხდა...

- ცრემლი პატრულის თვალზე...

ყველა საცოდავია ირგვლივ, თითქოს დამნაშავე არავინაა,მაგრამ პატარა გოგონას მიმართ ყველა დამნაშავეა...

414 ბრიგადის კოშმარად ქცეული მორიგეობა, დიდხანს რომ გაგვყვება..." ,- წერს ლაგვილავა.

წაიკითხეთ: ცნობილი სახეები გახშირებულ ავარიებზე და ურჩი მძღოლების დასჯაზე - "თუ კანონმა არ იკანონა და ბიძაშვილ-მამიდაშვილობამ იკანონა, არ არსებობს გამოსავალი"

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს