აქციის მონაწილეების მიერ პარლამენტის შენობის გადაწვის მცდელობის შემდეგ პრეზიდენტმა პარაგვაის შინაგან საქმეთა მინისტრი გადააყენა

აქციის მონაწილეების მიერ პარლამენტის შენობის გადაწვის მცდელობის შემდეგ პრეზიდენტმა პარაგვაის შინაგან საქმეთა მინისტრი გადააყენა

პარაგვაის დედაქალაქში აქციის მონაწილეების მიერ პარლამენტის შენობის გადაწვის მცდელობის შემდეგ, პრეზიდენტმა შინაგან საქმეთა მინისტრი გადააყენა. ინფორმაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციის "ტვიტერის" გვერდზე გამოქვეყნდა.

გარდა ამისა, თანამდებობა დატოვა პარაგვაის პოლიციის უფროსმა. პარაგვაის პრეზიდენტმა, ორასიო კარტესმა, აქციის მონაწილეების ქმედებას ბარბაროსობა უწოდა და აღნიშნა, რომ დემოკრატიის დამხობა ან შენარჩუნება ძალადობრივი გზით ვერ მოხერხდება. მან მოსახლეობას საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისკენ მოუწოდა.

1-ელ აპრილის ღამეს დედაქალაქის ქუჩებში არსებული არეულობის შედეგად, ოპოზიციის, სულ მცირე, ერთი აქტივისტი დაიღუპა. შეტაკებების შედეგად, ათობით ადამიანმა ტრავმა მიიღო, ძირითადად რეზინის ტყვიებისგან. სულ მცირე, 200 ადამიანი დააკავეს.

აქციის საბაბი პარაგვაის კონგრესის ზედა პალატის დახურული სხდომა გახდა, რომელზეც კარტესს საპრეზიდენტო არჩევნებზე კანდიდატურის განმეორებით წარდგენის შესაძლებლობა მისცეს. პარაგვაის კანონმდებლობით საპრეზიდენტო არჩევნებზე კანდიდატურის ხელმეორედ წარდგენა დიქტატურის დამკვიდრების პრევენციის მიზნით იკრძალება.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"