შვედეთში სასკოლო ავტობუსის ავარიას სამი ადამიანი ემსხვერპლა

შვედეთში სასკოლო ავტობუსის ავარიას სამი ადამიანი ემსხვერპლა

შვედეთის სამხრეთ-დასავლეთით, სასკოლო ავტობუსის ამოტრიალების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, შემთხვევა 07:00 საათზე მოხდა, როდესაც ავტობუსის მგზავრთა უმეტესობას ჯერ კიდევ ეძინა. სკოლის მოსწავლეები მთაში დასასვნებლად მიემგზავრებოდნენ. ავტობუსის 59 მგზავრიდან 52 მოზარდი იყო.

მომხდარის შედეგად 30-მდე ადამიანი დაშავდა. ექვსი მათგანის მდგომარეობა მძიმეა. უცნობია, რა გახდა ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი. ავტობუსი სხვა სატრანსპორტო საშუალებას არ დაჯახებია.

ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადები და მაშველები მუშაობდნენ. ყველა დაშავებული საავადმყოფოში მოათავსეს.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"