ინტერნეტვარსკვლავი რეპერი გოგონა, რომელსაც "X ფაქტორის" ვარსკვლავობა სურს

ინტერნეტვარსკვლავი რეპერი გოგონა, რომელსაც "X ფაქტორის" ვარსკვლავობა სურს

ეკუნა ყანჩაველს სოციალური ქსელების მომხმარებლები კარგად იცნობენ - ფეისბუქსა და ინსტაგრამზე მას 150 000-მდე გამომწერი ჰყავს, მის ერთ ვიდეოს კი youtube-ზე ნახევარი მილიონი ნახვა აქვს.

პოპულარობის მიუხედავად, ეკუნამ გადაწყვიტა მაყურებლის წინაშე ახალი ამპლუით წარსდგეს და ძალები "იქს ფაქტორში" სინჯოს. 19 წლის რეპერმა ფილარმონიის სცენაზე, მის მიერ დაწერილი რეპ-სიმღერა შეასრულა და ჟიური იმდენად აღაფრთოვანა, რომ შემდეგ ტურშიც გაინაღდა ადგილი. ეკუნა კასტინგზე ბებოსთან ერთად მივიდა, რომელიც შვილიშვილის განსაკუთრებული გულშემატკივარია.

იხილეთ ეკუნა ყანჩაველის "იქს ფაქტორის" სცენაზე გამოსვლის ვიდეო

- ეკუნა, ინსტაგრამის ვარსკვლავი ხარ, რატომ გადაწყვიტე "იქს ფაქტორში" მოსვლა?

- ბავშვობიდან ვწერ სიმღერებს, 15 წლის ვიყავი, როცა ჩემს ყოფილ შეყვარებულს დავუწერე პირველი სიმღერა. მინდა ხალხი მიცნობდეს როგორც რეპერს და "იქს ფაქტორი" ამის საუკეთესო საშუალებაა. ჩემი მიზნები უცხოეთს უკავშირდება, მაგრამ "იქს ფაქტორი" კარგი გამოცდილება იქნება.

- როგორ გახდი ინსტაგრამის ვარსკვლავი?

- ხშირად ვიღებდი ვიდეოებს და სოციალურ ქსელში ვდებდი. გოგოსგან ეს ცოტა უჩვეულო იყო, მაგრამ შემდეგ ყველა შეეჩვია და ასე გავხდი ინსტაგრამ-ვარსკვლავი. ტლიკინა ტიპი ვარ, საკუთარი აზრი მაქვს ყველაფერზე და ალბათ ამიტომაც დაინტერესდა ხალხი ჩემი პერსონით. უკვე ბევრი მიმდევარი მყავს და ამიტომ ვცდილობ მასაზე ვიმუშავო.

- როგორია ეკუნა ყანჩაველი ინსტაგრამს მიღმა?

- რა თქმა უნდა, ყველა ადამიანს ორი მხარე აქვს, მაგრამ მე ძირითადად ისეთი მხიარული ვარ, როგორსაც ინსტაგრამზე მხედავთ. მიყვარს მეგობრების და უცხო ადამიანების დახმარება. ბევრ ადამიანს უთქვამს ჩემთვის, რომ მას სწორედ ჩემთან საუბრის მერე მიეცა დიდი სტიმული.

როგორ განვითარდება მოვლენები "X ფაქტორის" სცენაზე და სცენის მიღმა - ადევნეთ თვალყური AMBEBI.GE-ზე

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება