ყირგიზეთის სპეცსამსახურები - პეტერბურგის მეტროში ტერაქტის სავარაუდო შემსრულებელი წარმოშობით ყირგიზი რუსეთის მოქალაქეა

ყირგიზეთის სპეცსამსახურები - პეტერბურგის მეტროში ტერაქტის სავარაუდო შემსრულებელი წარმოშობით ყირგიზი რუსეთის მოქალაქეა

ყირგიზეთის სპეცსამსახურები ადასტურებენ, რომ სანკტ-პეტერბურგის მეტროპოლიტენში ტერაქტის სავარაუდო შემსრულებელი წარმოშობით ყირგიზი რუსეთის მოქალაქეა, - იუწყება სააგენტო "ინტერფაქსი".

"სავარაუდოდ, სანკტ-პეტერბურგის მეტროპოლიტენში 3 აპრილს მომხდარი ტერაქტის შემსრულებელი წარმოშობით ყირგიზი რუსეთის მოქალაქეა", - სააგენტო "ინტერფაქსს" ყირგიზეთის ეროვნული უსაფრთხოების სახელმწიფო კომიტეტის წარმომადგენელმა რახატ სულაიმანოვმა განუცხადა.

მისივე თქმით, "ყირგიზეთის სპეცსამსახურები რუს კოლეგებთან კონტაქტში იმყოფებიან აღნიშნულ ტერაქტთან დაკავშირებით".

ბოლო მონაცემებით, სისხლიან თავდასხმას 11 ადამიანი ემხვერპლა, 51 კი დაშავდა. მედიკოსები მსხვერპლის რიცხვის ზრდას არ გამორიცხავენ, რადგან საავადმყოფოში მოთავსებული რამდენიმე მოქალაქის მდგომარეობა კრიტიკულია.

4 აპრილიდან სანკტ-პეტერბურგში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა. რუსეთის პატრიარქი კირილი გარდაცვლილთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს მოსკოვის მაცხოვრის ტაძარში გადაიხდის.

იხილეთ ვიდეო

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"