ბაშარ ალ-ასადი - ევროპულმა ქვეყნებმა სირიაში ბანდფორმირებების მხარდაჭერა უნდა შეწყვიტონ

ბაშარ ალ-ასადი - ევროპულმა ქვეყნებმა სირიაში ბანდფორმირებების მხარდაჭერა უნდა შეწყვიტონ

ევროპულმა ქვეყნებმა სირიაში ბანდფორმირებების მხარდაჭერა უნდა შეწყვიტონ თუ სურთ თავი ტერორისგან დაიცვან, - განაცხადა სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ალ-ასადმა ხორვატული გაზეთ "ვეჩერნი ლისტისთვის" მიცემულ ინტერვიუში.

სირიის პრეზიდენტის თქმით, კონტაქტები დამასკოსა და ევროპული ქვეყნების სპეცსამსახურებს შორის მას შემდეგ შეწყდა, რაც საფრანგეთმა სირიაში ანტისამთავრობო შეიარაღებული დაჯგუფებების მხარდაჭერა დაიწყო.

"შეუძლებელია ტერორიზმთან ბრძოლაში პარტნიორობა თუ ადგილი აქვს პოლიტიკურ შუღლს.

ზომიერი ოპოზიცია არ არსებობს. არსებული ოპოზიცია წარმოადგენს ჯიჰადისტურ, რადიკალურ ძალას. ისინი იდეოლოგიურად დამუშავებული არიან და მათთვის დიალოგი მიუღებელია, ასევე, კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაჭრა. ისინი მხოლოდ ტერორიზმს აღიარებენ", - განაცხადა ბაშარ ალ-ასადმა.

სირიის ლიდერის თქმით, ზუსტად ეს არის მიზეზი იმისა, რომ დღემდე ოპოზიციის ამ ნაწილთან შეთანხმება მიღწეული არ იყო.

"არ შეიძლება, ეს ტერორისტები ოპოზიცია იყოს. ისინი ვერ შეძლებენ კონფლიქტის გადაჭრისთვის ხელის შეწყობას", - აღნიშნა ასადმა.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"