რუსული მედიის ინფორმაციით, აშშ-ის მიერ სირიაში საჰაერო დარტყმების შედეგად, 9 სამხედრო თვითმფრინავი განადგურდა

რუსული მედიის ინფორმაციით, აშშ-ის მიერ სირიაში საჰაერო დარტყმების შედეგად, 9 სამხედრო თვითმფრინავი განადგურდა

აშშ-ის მიერ სირიაში, შაირათის ავიაბაზაზე განხორციელებული საჰაერო დარტყმების შედეგად, 9 სამხედრო თვითმფრინავია განადგურებული, - აღნიშნულის შესახებ ტელეარხ „როსია 24“-ის კორესპონდენტი ავიაბაზიდან მომზადებულ რეპორტაჟში იუწყება. რეპორტაჟში ასევე ნაჩვენებია, რომ ერთ-ერთ ანგარს ცეცხლი უკიდია.

რეპორტაჟში აღნიშნულია, რომ ავიაბაზის აეროდრომის ასაფრენი ბილიკი დაზიანებული არ არის.

აშშ-მა სირიაზე სამხედრო იერიში განახორციელა. როგორც ცნობილი გახდა, ასადის რეჟიმის წინააღმდეგ ვაშინგტონმა 59 ე.წ. ტომაჰავკის ტიპის შორი რადიუსის მოქმედების რაკეტა გამოიყენა.

საჰაერო დარტყმები ჰომსში მდებარე შაირათის სამხედრო ბაზაზე, ხმელთაშუა ზღვიდან მოხდა, სადაც ორი ხომალდია განთავსებული.

"ინტერპრესნიუსი"

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"