როგორ აფასებენ ოლანდი და მერკელი აშშ-ის მიერ სირიაში განხორციელებულ ავიაიერიშს

როგორ აფასებენ ოლანდი და მერკელი აშშ-ის მიერ სირიაში განხორციელებულ ავიაიერიშს

საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი და გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ერთობლივ განცხადებაში აშშ-ის მიერ სირიაში შაირათის ავიაბაზაზე განხორციელებულ საჰაერო დარტყმას ეხმაურებიან.

ერთობლივ განცხადებას საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

"პრეზიდენტმა და კანცლერმა დღეს სატელეფონო საუბრისას სირიაში არსებულ სიტუაციაზე ისაუბრეს ", - ნათქვამია განცხადებაში.

"4 აპრილს ჰან-შეიჰუნში განხორციელებული ქიმიური ხოცვა-ჟლეტვის შემდეგ აშშ-ის საჰაერო დარტყმების შედეგად განადგურებული იყო ბაზა, რომელსაც სირიის რეჟიმი ქიმიური იარაღით შეტევებისთვის იყენებდა. ჩვენ აღნიშნულის შესახებ წინასწარ ინფორმირებულნი ვიყავით", - აღნიშნულია განცხადებაში.

ოლანდისა და მერკელის ერთობლივ განცხადებაში ხაზგასმით აღნიშნულია, რომ "აღნიშნულთან დაკავშირებით სრული პასუხისმგებლობა ასადს ეკისრება".

"ასადის მიერ ქიმიური იარაღის მუდმივად გამოყენება არ შეიძლება დაუსჯელი დარჩეს. ზუსტად ეს მოითხოვა საფრანგეთმა 2013 წელს ღუთაში ქიმიური იარაღით შეტევის შემდეგ. საფრანგეთი და გერმანია პარტნიორებთან ერთად განაგრძობენ მუშაობას, რათა გაერო-ს ფარგლებში სათანადოდ მოხდეს აკრძალული ქიმიური იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებულ დანაშაულებრივ ქმედებებზე სანქციის დაწესება", - ნათქვამია ოლანდისა და მერკელის განცხადებაში.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"