საქართველოს საელჩო შვედეთში ქართველებს აფრთხილებს - ამოქმედდა ცხელი ხაზი

საქართველოს საელჩო შვედეთში ქართველებს აფრთხილებს - ამოქმედდა ცხელი ხაზი

შვედეთში საქართველოს საელჩო, სტოკჰოლმში მომხდართან დაკავშირებით, საქართველოს მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, სტოკჰოლმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მოქმედებს ცხელი ხაზი: +46 723695428.

"საქართველოს მოქალაქეებს მოვუწოდებთ თავი შეიკავონ ხალხმრავალ ადგილებში გადაადგილებისგან და საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდნენ საელჩოს", - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

სტოკჰოლმში, ცოტა ხნის წინ ხალხში სატვირთო ავტომანქანა შევარდა. არიან დაშავებულებიც. გავრცელებული ინფორმაციით, დიდი სიჩქარით მოძრავი სატვირთო ავტომანქანა ფეხით მოსიარულეებს შეეჯახა. მანქანა სავაჭრო ცენტრის ვიტრინაში შევარდა.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"