სამი დაღუპული და რვა დაშავებული - სტოკჰოლმში მომხდარის შესახებ ახალი ინფორმაცია ვრცელდება

სამი დაღუპული და რვა დაშავებული - სტოკჰოლმში მომხდარის შესახებ ახალი ინფორმაცია ვრცელდება

სტოკჰოლმში სატვირთო ავტომანქანის ხალხში შევარდნის შედეგად სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

დღის პირველ ნახევრში, დიდი სიჩქარით მოძრავი სატვირთო ავტომანქანა ფეხით მოსიარულეებს შეეჯახა. მანქანა სავაჭრო ცენტრის ვიტრინაში შევარდა.

მომხდარს შვედეთის პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა. სტეფან ლოფენის განცხადებით, ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ რაც დღეს მოხდა, ტერორისტული აქტია.

გავრცელებული ინფორმაციით, სატვირთო ავტომანქანა გატაცებული იყო და ის დამნაშავეს არ ეკუთვნოდა.

სტოკჰოლმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით,  შვედეთში საქართველოს საელჩო, საქართველოს მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

ამოქმედდა ცხელი ხაზი: +46 723695428.

"საქართველოს მოქალაქეებს მოვუწოდებთ თავი შეიკავონ ხალხმრავალ ადგილებში გადაადგილებისგან და საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდნენ საელჩოს", - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

მომხდართან დაკავშირებით ბოლო ინფორმაციით დაკავებული არავინ არ არის.  ნახეთ ვიდეო

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"