ივანკა ტრამპი - ვამაყობ მამაჩემით, რომელმაც უარი თქვა, შეგუებოდა კაცობრიობის წინააღმდეგ საზარელ დანაშაულს

ივანკა ტრამპი - ვამაყობ მამაჩემით, რომელმაც უარი თქვა, შეგუებოდა კაცობრიობის წინააღმდეგ საზარელ დანაშაულს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შვილის, ივანკა ტრამპის განცხადებით, ამაყობს მამით, რომელიც არ შეეგუა კაცობრიობის წინააღმდეგ საზარელ დანაშაულს.

"დრო, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, რთული გადაწყვეტილებების მიღებას ითხოვს. ვამაყობ მამაჩემით, რომელმაც უარი თქვა, შეგუებოდა კაცობრიობის წინააღმდეგ ამ საზარელ დანაშაულს", - დაწერა ივანკა ტრამპმა "ტვიტერის" პირად გვერდზე.

აშშ-მა სირიაზე სამხედრო იერიში მიიტანა. ასადის რეჟიმის წინააღმდეგ ვაშინგტონმა 59 "ტომოჰავკის" ტიპის შორი რადიუსის მოქმედების რაკეტა გამოიყენა. საჰაერო თავდასხმები ჰომსში მდებარე შაირათის სამხედრო ბაზაზე, ხმელთაშუა ზღვიდან მოხდა. ვაშინგტონმა იერიში სირიაზე მას შემდეგ მიიტანა, რაც იდლიბის მოსახლეობის წინააღმდეგ, სავარაუდოდ, სირიის ხელისუფლებამ ქიმიური იარაღი გამოიყენა. სისხლიან თავდასხმას 72 ადამიანი ემსხვერპლა, ასობით მოქალაქემ კი ინტოქსიკაცია მიიღო.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"